სამეგრელოში პოლიციელების ცემის ბრალდებით 4 ადამიანი დააკავეს, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, სპორტსმენები არიან.

როგორც On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, 2 მათგანი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით არიან დაკავებული, რაც ითვალისწინებს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ, 2 მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებული.