კორონა ვირუსის დელტა შტამით დაინფიცირებულები ჩვეულებრივზე 1000-ჯერ მეტ ვირუსის ნაწილაკს ატარებენ და კლასიკური SARS-Cov-2-ით ინფიცირებულებთან შედარებით ტესტის დადებითი მაჩვენებელი ორი დღით ადრე აქვთ. დღეს-დღეობით ვირუსის ეს ვარიანტი 100-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა, აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ აშშ-ში დაავადებულთა 83% დელტა შტამით არიან დაინფიცირებულები.

ჯერ-ჯერობით ზუსტი პასუხი კითხვაზე თუ რატომ არის ვირუსის ეს შტამი ჩვეულებრივზე უფრო მეტად (60%-ით) გადამდები არ გვაქვს. თუმცა, ჩინეთში მკვლევარების ჯგუფმა 21 მაისს გამოვლენილი პირველი შემთხვევიდან მოყოლებული 167 ცნობილი ადგილობრივი შემთხვევა გამოიკვლიეს. კვლევა 7 ივლისს Virological-ზე გამოქვეყნდა.

ჩინეთის გუანგდონგი და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის სხვა ადგილობრი ცენტრები ატარებდნენ დელტა შტამით დაავადებულებსა და მათ ახლო კონტაქტებზე ყოველდღიურ PCR ტესტირებას.

მათ ეს მონაცემები ადრეულ SARS-CoV-2-ით ინფიცირებულთა მონაცემებს შეადარეს და როგორც აღმოჩნდა დელტა შტამით დაავადებულებში PCR ტესტირება დადებით შედეგს 3,71 დღეში აჩვენებს, 2 დღით უფრო ადრე ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხდება.

"ეს მონაცემები ხაზს უსვამს იმას, რომ დელტა ვარიანტი შეიძლება უფრო ინფექციური იყოს ინფექციის ადრეულ ეტაპზე", — წერენ ავტორები.

აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ დელტას უფრო სწრაფი რეპლიკაცია შეუძლია რის გამოც დელტას შტამის მატარებლების ორგანიზმში ჩვეულებრივზე 1000-ჯერ მეტი ვირუსული ნაწილაკია.

"ჯერ კიდევ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვაა", — დასძინა ჯონ კონორმა, ბოსტონის ეროვნული უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების ლაბორატორიის მკვლევარმა.

შესაძლებელია რეპლიკაციის უფრო ჩქარმა ტემპმა ბოლომდე ვერ განმარტოს რატომაა დელტა ამდენად "წარმატებული". თუმცა ეს მუტირებული ვირუსის ბუნების სრულიად შესწავლისკენ გადადგმული ერთი დიდი ნაბიჯია.