ქართული ტანსაცმლის ბრენდ ZOMA-სა და Holoseum-ის ერთობლივი პროექტი — JPG, წარმოგიდგენთ გრაფიკული დიზაინერების პირველ ციფრულ გამოფენას, ჰოლომუზეუმში 30 ივლისიდან პირველი აგვისტოს ჩათვლით.

JPG ახალი მოძრაობაა, რომელიც შეიქმნა იდეით, მხარი დაუჭიროს ლოკალურ გრაფიკულ დიზაინერებსა და არტისტებს, რომლებიც ქმნიან ავთენტურ დიზაინს, სტილს და საკუთარ სათქმელს თავიანთი ნამუშევრებით გადმოსცემენ. JPG წარმოადგენს ჰიბრიდულ პროექტს, რომელიც შეეცდება, გააერთიანოს სხვადასხვა სფერო და არსებული კულტურა უფრო მეტად შეკრას.

გრაფიკული დიზაინი, დიზაინი, მოდა, ფოტოგრაფია, სთრით არტი — ეს ის სფეროებია, რომელსაც პროექტი მოიცავს.

"ჩვენი მიზანია, შევქმნათ არტისტთა ქომუნითი (თემი), რომლებიც პერმანენტულად შექმნიან კონტენტს. კონტენტს, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა თემატიკას და წარმოჩენილი იქნება როგორც გამოფენებში, ასევე ქალაქში პრინტების სახით.

მოკლე, პატარა მესიჯები, რომლებიც არტისტებისგან მოდის, საწყისია ძირეული ცვლილებების, რომლებიც, როგორც წესით, სუბიექტების იმანენტური გამოცდილება ხდება. აქედან გამომდინარე, პატარა ნაბიჯებით დაწყებული სხვადასხვა ქმედება, დროთა განმავლობაში შეცვლის ქალაქის იერსახეს, ქალაქის მცხოვრებლებსა და ურბანულ გარემოს", — ზომა.

JPG ფესტივალზე წარმოდგენილი იქნებიან არტისტები:

  • Dzito
  • Janiko
  • L.HarrisProject
  • Mariam Kacharava
  • Shoomyland
  • Luka Kordzakhia
  • Purpleplexed
  • Levan Gagliadze
  • Ummo

30 ივლისი, მუსიკალური ლაინ-აფი:

  • Dj Exracheese
  • Bekuchi
  • Dj Sendundes
  • Mtvare
  • Trotsky