22 ივლისს საქართველო ჰოლივუდის კიდევ ერთი ვარსკვლავის ყურადღების ცენტრში მოექცა: ოქროს გლობუსის ნომინანტმა ჯოზეფ გორდონ-ლევიტმა ფეისბუქის პირად გვერდზე, რომელსაც თითქმის 6 მილიონამდე "მოწონება" აქვს, თბილისის ფოტო გამოაქვეყნა და ყველას თხოვა, საქართველოში გადაღებული სურათები გაეგზავნათ მისთვის.

რა თქმა უნდა, თხოვნა ძალიან მალე შევუსრულეთ და მისი პოსტი საქართველოში გადაღებული ფოტოებით აივსო. როგორც ჩანს, მსახიობი ქართველების აქტიურობით მოიხიბლა და ფოტოების გამოგზავნის შეწყვეტის ნაცვლად, აქტიურობისკენ კიდევ ორჯერ მოგვიწოდა.

მსახიობი თავისი ონლაინმედია პლატფორმა HitRecord-ზე აგროვებს მასალებს და ახალ პროექტზეც მუშაობს, რომლის დეტალები ბოლომდე ჯერ ცნობილი არ არის.

საქართველოს შესახებ ბოლო პოსტი ჯოზეფმა სულ ცოტა ხნის წინ დადო. ალბათ, მსახიობს საქართველოს ფოტოები არ ყოფნის და კიდევ ერთხელ მოგვიწოდებს, რომ გამორჩეული ნამუშევრების მისთვის გაზიარება არ დაგვავიწყდეს.

ჯოზეფ გორდონ-ლევიტს მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში შესრულებული აქვს როლები ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორებიცაა Inception, The Dark Knight Rises, Lincoln, 500 Days of Summer და ა.შ.

ამავე თემაზე: