ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი, რომელიც 66 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში გავიდა. ნახევარფინალში გასასვლელად მან ისრაელის წარმომადგენელი მარუხ შმაილოვი დაამარცხა.

ისრაელის წარმომადგენელთან დაპირისპირებამდე, ვაჟა მარგველაშვილმა რუსეთის წარმომადგენელი იაკუბ შამილოვი დაამარცხა.

ვაჟა მარგველაშვილი ნახევარფინალში სამხრეთ კორეის წარმომადგენელს — ბაულ ანის დაუპირისპირდება.