დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

25 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 061 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 654, ხოლო გარდაიცვალა — 23 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 204 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 14 631, ხოლო PCR-ით — 16 573.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6,6%, ბოლო 7 დღის — 6,3%, ხოლო 14 დღის — 5,66%.

ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 402 759-ს. ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 5 688, ხოლო გამოჯანმრთელდა 373 088 ადამიანი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 061 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 1 030 შემთხვევა;
  • აჭარა — 299;
  • იმერეთი — 190;
  • ქვემო ქართლი — 120;
  • შიდა ქართლი — 62;
  • გურია — 35;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი — 89;
  • კახეთი — 128;
  • მცხეთა-მთიანეთი — 62;
  • სამცხე-ჯავახეთი — 41;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 23 957 საიდანაც: 5 069 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში — 2 805, აჭარაში — 451, იმერეთში — 642. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 947 პირი, მათ შორის, თბილისში — 449, აჭარაში — 65, იმერეთში — 220. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 210 პირი, მათგან თბილისში — 155, აჭარაში — 5, იმერეთში — 12.

1 697 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 908 — თბილისში, 499 — აჭარაში. 17 191 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 71 ადამიანი, მათ შორის, თბილისში — 61, ხოლო აჭარაში — 10.

სულ 6 ოქტომბრიდან — 24 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია — 24 974 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 686 ადამიანი, მათ შორის თბილისში — 5 827, პირი, აჭარაში — 2 777, იმერეთში — 1 980.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: