საქართველოს მოქალაქეები 26 ივლისიდან ბულგარეთში წასვლას ვერ შევძლებთ. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში ბულგარეთის საელჩო მინისტრის ბრძანებაზე დაყრდნობითა ავრცელებს.

"ბრძანება არ ეხება საქართველოდან მომავალ ბულგარეთის მოქალაქეებს, რეზიდენტებს და მათი ოჯახის წევრებს, რომელთაც ქვეყანაში შემოსასვლელად აუცილებლად უნდა წარადგინონ ბოლო 72 საათში გაკეთებული უარყოფითი PCR ტესტის პასუხი, მიუხედავად იმისა აქვთ თუ არა ჩატარებული ვაქცინაციის სრული კურსი", — აღნიშნული საელჩოს განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ 30 ივლისიდან საქართველო წითელი ქვეყნების სიაში შეიყვანა ისრაელმა.