ჩვენ გვეყოლება ჩვენი კანდიდატი, არანაირ ალიანსს არცერთ ოპოზიცურ პარტიასთან არ ვაპირებთ — გახარია
ექსპრემიერი და პარტია საქართველოსთვის დამფუძნებელი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ არცერთ ოპოზიციურ პარტიასთან ალიანსს არ აპირებენ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის წარადგენს მერობის კანდიდატს.
"როდესაც თბილისის მერობის კანდიდატზე ვსაუბრობთ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ მუნიციპალური არჩევნები და რეგიონალური არჩევნების ჭრილშიც რა თქმა უნდა თბილისის მერის არჩევნებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, ჩვენ გვეყოლება ჩვენი კანდიდატი, არანაირ ალიანსს არცერთ ოპოზიცურ პარტიასთან არ ვაპირებთ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვართ ახალი დაფუძნებული პარტია, ჩვენთვის პარალელურად მიმდინარეობს ახლა როგორც პარტიული სტრუქტურების შექმნა, ისე საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა, ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად, თითქმის ბოლო დღემდე გამოვიყენებთ დროის რესურსს იმისთვის, რომ ჩვენი კანდიდატი იყოს ღირსეული, რომელიც ღირსეულ კონკურენციას გაუწევს ღირსეულ კანდიდატებს", — განაცხადა გახარიამ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი თავად, გახარია არ პასუხობს და ამბობს, რომ "არანაირ სახელს და გვარს არ დაასახელებს".
"მე მესმის რომ ეს სენსაციები ჟურნალისტებს გიყვართ ძაან, მაგრამ არანაირ სახელს და გვარს მე არ დავასახელებ", — თქვა გახარიამ.
გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შესაძლოა, გახარიას პარტიის მერობის კანდიდატი აჩი არველაძე იყოს. პარტიის ერთ-ერთი წევრის, კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, კანდიდატად განიხილება ყველა, ვინც პოტენციურად ძლიერი ოპონენტი იქნება.
ამ დროისთვის ოფიციალურად მერობის სურვილი გაცხადებული აქვთ კახა კალაძესა და ნიკა მელიას. ამასთან, ცნობილია, რომ მელიას მხარს უჭერს ოპოზიციის ნაწილიც. კერძოდ, ევროპული საქართველო, დროა და გირჩი — მეტი თავისუფლება. ამასთან, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარიაა, ხოლო ვიცე-მერობის — გირჩის წარმომადგენელი. ცნობილია ისიც, რომ ენმ თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატებს საერთოდ არ დააყენებს, ხოლო მინიმუმ სამი ადგილი ექნება გირჩს. ამასთან დაკავშირებით ოპოზიციაში მოლაპარაკებები გრძელდება. ამ დროისთვის უცნობია ლელოს პოზიცია, სტრატეგია აღმაშენებელი კი "მესამე ძალაზე" საუბრობს და თბილისში საკუთარი კანდიდატი ეყოლება. რაც შეეხება ქართულ ოცნებას, უკვე ცნობილია, რომ თბილისის მერობა მეორედ სურს კახა კალაძეს.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები