საბჭოთა ტრადიციებით, ადამიანებს უქმნიან ზიზღის სამიზნეებს და ცდილობენ ემოციებით მანიპულირებას — ხოშტარია პლაკატებზე
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია ქალაქში ჰომოფობიური პლაკატების გავრცელებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს "ბინძური კამპანია" ქართულმა ოცნებამ დაიწყო მაშინვე, როგორც კი წინასაარჩევნო წამმზომი ჩაირთო. ხოშტარიას თქმით, ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა, მიუხედავად იმისა, რომელ პოლიტიკურ პოზიციაზეა ის.
"გუშინ მთელი ღამის განმავლობაში ქალაქის მასშტაბით გაეკრო ზიზღის პლაკატები და პირველ რიგში, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რომელ პოლიტიკურ პოზიციაზეა. ეს არის ხალხის, ამომრჩევლის შეურაცხყოფა, იმიტომ, რომ საბჭოთა ტრადიციებით, ადამიანებს უქმნიან ზიზღის სამიზნეებს და ამით ცდილობენ ადამიანების ტვინებით თუ ემოციებით მანიპულირებას, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნისთვის ძალიან საშიშ მოვლენას — ზიზღს, დაპირისპირებას და სიძულვილს იწვევს", — აცხადებს ხოშტარია.
მისივე თქმით, მთავარი ამოცანა სიძულვილის დასრულებაა და სიძულვილი არის დამანგრეველი ყველასთვის, იმის მიუხედავად, ვინ რომელ პოლიტიკურ პოზიციაზეა.
"ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ დასაჯოს ყველა ორგანიზატორი იმ წარმოუდგენელი ძალადობის, რაც მოხდა, გაღიზიანებული არიან ჟურნალისტებით, გამოაკრეს ზიზღის ობიექტებად იმ მედიის წარმომადგენლები, რომლებსაც თავად დაესხნენ თავს. ეს არის წარმოუდგენელი ცინიზმი, უსამართლობა და დამანგრეველი ქვეყნისთვის", — ამბობს ის.
ამასთან, ხოშტარიამ მიუთითა, რომ აქტივისტებს, რომლებიც ანტისაოკუპაციო სტიკერებს აკრავენ, თბილისის მერია აჯარიმებს, აკავებს, ამ შემთხვევაში კი, ქალაქის მერია და მერობის კანდიდატი კალაძე, "რომელიც პეპლებზე და მწვანეზე გვესაუბრება", აძლევს საშუალებას და უფლებას, ეს ყველაფერი ქალაქში თავისუფლად მოხდეს.
"თუ ვინმეს ჰგონია, რომ ცალკე დადგება ამ სიბინძურისგან და სიძულვილისგან, ძალიან ცდება", — აღნიშნა ხოშტარიამ.
დღეს, 24 ივლისს, თბილისის ქუჩებში კვლავ გამოჩნდა ბანერები წარწერით: "არა ნაცებს, არა ბოროტებას", თუმცა ამჯერად ჰომოფობიური შინაარსით. წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ამჯერად ბანერზე გამოსახულია არა მხოლოდ რომელიმე პოლიტიკური ლიდერი, არამედ კრიტიკული ტელევიზიების ხელმძღვანელები, ასევე, თბილისი პრაიდის დამფუძნებელი გიორგი თაბაგარი და სირცხვილიას აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი. გარდა ამისა, პლაკატზე არის ცისარტყელაც.
დამკვეთი ოფიციალურად უცნობია, თუმცა პლაკატებზე გამოსახულ ადამიანებს ეჭვი აქვთ, რომ ეს ქართულმა ოცნებამ გააკეთა. On.ge ამ საკითხზე მმართველ პარტიას დაუკავშირდა, სადაც ამას უარყოფენ და აცხადებენ, რომ არაფერ შუაში არიან.
აღსანიშნავია, რომ ფასადებზე, მათ შორის დროებით რკინის კედლებზე პლაკატების გაკვრისთვის არაერთხელ დაუჯარიმებიათ აქტივისტები. On.ge თბილისის მერიას დაუკავშირდა, სადაც ამბობენ, რომ მზად არიან კანონის შესაბამისად იმოქმედონ და დააჯარიმონ ის ადამიანები, ვინც ფასადებზე პლაკატები გააკრა. თუმცა უწყების ინფორმაციით, მათი ვინაობა შსს-მ უნდა დაადგინოს.
მოგვიანებით თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა. უწყების თქმით, "ვრცელდება ინფორმაცია", რომ დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე მოქალაქეთა ჯგუფმა თვითნებურად გააკრა პლაკატები და დაამახინჯა ქალაქის იერსახე. მერიაში ამბობენ, რომ ეს უკანონო ქმედებაა.
"აღნიშნული პლაკატების ჩამოხსნას უზრუნველყოფს თბილსერვის ჯგუფი, ხოლო რაც შეეხება კანონდამრღვევთა დაჯარიმებას, თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში", — აცხადებენ მერიაში.
On.ge დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც, საიდანაც პასუხს ველოდებით და მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
წარწერა: "არა ნაცებს, არა ბოროტებას" თბილისში პირველად 2018 წლის ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამოჩნდა. მაშინ სარეკლამო ბილბორდზე ნაციონალური მოძრაობის ყოფილი და მოქმედი ლიდერების ფოტოები იყო გამოსახული, წარწერაზე კი სისხლი ჩანდა. ამ თემაზე საუბრისას ქართულ ოცნებაში ამბობდნენ, რომ ბილბორდი მათი დაკვეთით არ გაკეთებულა და კერძო ინიციატივაა, თუმცა ამის თაობაზე ინფორმირებული იყვნენ.
რამდენიმე დღეში ბილბორდებზე გამოჩნდა ახალი ფოტო, სადაც ენმ-ის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის სახეების უკან ყოფილი მაღალჩინოსნების სახეები იყო შესაბამისი წარწერებით: "ირჩევ ვაშაძეს, იღებ სააკაშვილს!", "ირჩევ ვაშაძეს, იღებ ახალაიას!", "ირჩევ ვაშაძეს, იღებ ქარდავას!", "ირჩევ ვაშაძეს, იღებ ვაშაძეს!".
მას შემდეგ, რაც 5 ივლისს ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები მედიას ფიზიკურად გაუსწორდნენ, თავს დაესხნენ რამდენიმე მოქალაქეს და დაარბიეს ორგანიზაციების ოფისები, სახელმწიფომ კი მათ დასაცავად ფაქტობრივად არაფერი გააკეთა, არაერთი აქცია გაიმართა. საპროტესტო ღონისძიებებს გეგმავენ მედიის წარმომადგენლებიც. 11 ივლისს გარდაიცვალა TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელსაც ძალადობრივმა ჯგუფებმა 5 ივლისს, სირცხვილიას ოფისის დარბევის მცდელობისას სცემეს. აქციები ამის შემდეგ უფრო აქტიური გახდა. მედია ითხოვს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მომხდარის გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს. ძალადობის ორგანიზატორები ამ დრომდე არ დაუკავებიათ, ღარიბაშვილი კი ჰომოფობიურ განცხადებებს აკეთებს.
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
-
-
გადახედვაბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
-
გადახედვარომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი რომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი
-
გადახედვაფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა ფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა
კომენტარები