დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

24 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 617 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 869, ხოლო გარდაიცვალა — 9 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 43 394 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 23 104, ხოლო PCR-ით — 20 290.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6,03%, ბოლო 14 დღის განმავლობაში — 5,55%, ხოლო 7 დღის — 6,15%.

ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 400 698-ს, გამოჯანმრთელდა — 371 434, ხოლო ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 5 665 ადამიანი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 617 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასეთია:

  • თბილისი — 1 485;
  • აჭარა — 236;
  • იმერეთი — 220;
  • ქვემო ქართლი — 153;
  • შიდა ქართლი — 123;
  • გურია — 31;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი — 111;
  • კახეთი — 152;
  • მცხეთა-მთიანეთი — 45;
  • სამცხე-ჯავახეთი — 44;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 17.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 23 573, საიდანაც 4 963 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 1 564 — კლინიკურ სასტუმროში, ხოლო 17 046 მკურნალობის კურსს სახლში გადის. მძიმე პაციენტია 956 პირი, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 210.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში — 15 651.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: