ლიეტუვამ საქართველოს კორობავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, ასტრაზენეკას 15 ათასი დოზა აჩუქა. ვაქცინები თბილისის აეროპორტში 2021 წლის 24 ივლისს ჩამოვიდა.

ტვირთს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოში ლიეტუვას ელჩის მოადგილე საულიუს ვალაინისი დახვდნენ. მინისტრმა ზალკალიანმა კი ლიეტუვას მადლობა Twitter-ზე გადაუხადა.

ლიეტუვას მთავრობის გადაწყვეტილებით, კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინები აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი წევრი სახელმწიფოსთვის — საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთვის იქნა გამოყოფილი.

საქართველოში გვიან ღამით შემოვიდა ფაიზეირის ნახევარი მილიონი დოზაც, რომელიც ამერიკისგან მივიღეთ საჩუქრად.

ამ ეტაპზე საქართევლოში აცრა ოთხი სახეობის ვაქცინით მიმდინარეობს: ასტრაზენეკა, ფაიზერი, სინოფრამი და სინოვაკი. რეგისტრაცია შესაძელებელია პორტალ booking.moh.gov.ge-ზე.