პროფესიას არ აქვს გენდერი — სატვირთო მანქანების მექანიკოსი ქალები თეგეტა თრაქ ენდ ბასში
პროფესიას, რომ არ აქვს გენდერი, ამის თეგეტა თრაქ ენდ ბასში ურყევად სჯერათ, ამიტომ კომპანია ქალთა გაძლიერების მხარდამჭერ ამავე სახელწოდების კამპანიაში — #პროფესიასარაქვსგენდერი ჩაება. კამპანია არასამთავრობო ორგანიზაციის — მოძრაობა ცვლილებისთვის ინიციატივით ხორციელდება და მის ფარგლებში, პირველად საქართველოში, თეგეტა აკადემიამ მექანიკოსობით დაინტერესებული ქალების გადამზადება გადაწყვიტა. თეორიული ნაწილის გავლის შემდეგ, ახლა სამთვიანი პრაქტიკული სწავლების დროა — ყველა ეტაპის წარმატებით დასრულება კი ოთხივე მონაწილე ქალს თეგეტა თრაქ ენდ ბასის სერვისცენტრში სატვირთო ავტომობილის მექანიკოსად დასაქმების შანსს მისცემს.
ნათია ბერაშვილი 20 წლისაა და სტერეოტიპების ნგრევა, როგორც სატვირთო ავტომობილის მომავალმა მექანიკოსმა ქალმა, უკვე დაიწყო. ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტმა, ე.წ. მამაკაცების პროფესიულ სამყაროში შებიჯება ორი მიზეზით გადაწყვიტა:
- ვერ გაუძლო ექსკლუზიურობის ცდუნებას, რომ გამხდარიყო ქვეყანაში პირველი სატვირთო ავტომობილის მექანიკოსი ქალი;
- ეპოვნა და გაეზიარებინა საერთო ინტერესი, ერთგვარი გადაკვეთის წერტილი, სატვირთო ავტომობილის მძღოლ მამასთან, რომელთანაც ახლა უკვე სატვირთო ავტომობილის აგებულების მექანიზმებსა თუ ნაწილებზე თამამად შეუძლია საუბარი.
"ქართველები ძალიან დაკომპლექსებულები ვართ. განსაკუთრებით ქალებს უწევთ ყველაზე ხშირად დოგმებთან გამკლავება. ჩემი აზრით, ჩვენ ვიქნებით ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა დაამსხვრიო სტერეოტიპები და შედგა ფეხი კაცების სამყაროში", — ამბობს ნათია ბერაშვილი.
სტერეოტიპების ნგრევაში, ნათიას კიდევ 3 ქალი შეურეთდა და უკვე 2 ივნისიდან ერთად თეგეტა აკადემიის სტუდენტები არიან. პირველი თვენახევარი თეორიულ სწავლებას დაეთმო. ჯგუფში, სადაც გამონაკლისის გარეშე მხოლოდ მამაკაცებს ნახავდით, ამჯერად 16 მონაწილიდან 4 ქალია და ყველა ერთად სატვირთო ავტომობილის აგებულების გრძელვადიან ტრენინგს ესწრება
"არჩევანის გაკეთებისას ჩემზე კომპანიის სახელმა და პრესტიჟმა იმოქმედა. საერთოდ ვერ ვერკვეოდი ავტომობილის კონსტრუქციულ აგებულებაში და მუშაობის პრინციპში. აქ რომ მოვდიოდი, მოლოდინი მქონდა, რომ კურსის ბოლოს ეს ახალი ცოდნა მექნებოდა. მოლოდინი გამართლდა. მეგონა, რომ პროგრამა ბევრად რთული იქნებოდა დასაძლევად, მაგრამ თეგეტა აკადემიის სწავლების მიდგომამ მომცა შესაძლებლობა, რომ მასალა ადვილად ამეთვისებინა" — აღნიშნავს სალომე ჩხვიმიანი, ტრენინგის მონაწილე.
22 წლის სალომეს მსგავსად ტრენინგში მონაწილე არცერთ ქალს წარსულში ავტოსფეროში მუშაობის გამოცდილება არ ჰქონია. სფეროს სიუცხოვის მიუხედავად, მათ პროექტში ჩართულობის პირველივე ეტაპზე ამ პროფესიის დაუფლების ძალიან დიდი ინტერესი და სურვილი გამოთქვეს.
"მუდმივად ძიებაში ვიყავი. მინდოდა მეპოვნა პროფესია, რომელშიც თავს კარგად ვიგრძნობდი, ვიტყოდი, რომ ჩემია. ნამდვილად ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ არა ეს კურსი, რომ სატვირთო მანქანის მექანიკოსობას ვისწავლიდი — ვერ ვიფიქრებდი, ვერ გავბედავდი ამ პროფესიის არჩევას, რომ არა თეგეტა აკადემია. არადა ტექნიკური საგნები, ზოგადად მექანიკა, ბავშვობიდან ძალიან მაინტერესებდა", — ამბობს ნონა წიკლაური, პროექტის მონაწილე.
თეგეტა აკადემია 2013 წელს კომპანია თეგეტა მოტორსის ბაზაზე დაფუძნდა. დაარსების დღიდან მისი მიზანი ქვეყანაში პროფესიული განათლების პოპულარიზაციაა, რაც საბოლოოდ ავტო მომსახურების სფეროში ახალი, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას და თეგეტა მოტორსის ფილიალებში მათ შემდგომ დასაქმებას გულისხმობს — ეს ამბიციური ხედვა თანამბრად ვრცელდება ქალებსა და მამაკაცებზე.
"პირველად ფეისბუქზე ვნახე, რომ თეგეტა აკადემია ასეთ ტრენინგს ატარებდა. როცა პოსტი წავიკითხე, მაშინ გავიფიქრე, აქამდე რატომ არ მომივიდა აზრად, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა გამეკეთებინა. მიუხედავად იმისა, რომ არ ვთვლი პროფესიები გენდერული კატეგორიებით შეიძლება იყოფოდეს და კონკრეტული პროფესია სქესის მიხედვით იყოს გაწერილი, საზოგადოებაში მაინც არსებობს დოგმები და ეს ჩვენ გვზღუდავს. შეიძლება არც კი დაფიქრდე ისეთ პროფესიაზე, რომელიც საბოლოოდ შესაძლოა რეალურად შენი აღმოჩნდეს", — ამბობს ნინო წითლიძე, ტრენინგის ყველაზე პატარა, 18 წლის მონაწილე.
მეცნიერების კვლევებს თუ დავეყრდნობით, ქალები პროფესიის არჩევისას, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, ხშირად ხდებიან სტერეოტიპების მსხვერპლი — დაუფიქრებლად გამორიცხავენ ისეთ საქმიანობებს, რომლებშიც მამაკაცები დომინირებენ. #პროფესიასარაქვსგენდერი კამპანიის მიზანი სწორედ ამ სტერეოტიპების დანგრევა და საზოგადოებისვის იმის დემონსტრირებაა, რომ ხშირად სწორედ თავად ქალებისგან მოდის დაინტერესება ისეთ "მასკულინურ" პროფესიაზე, როგორიც სატვირთო ავტომობილის მექანიკოსობაა.
"მომავალში ჩემი თავი თეგეტას ფორმაში წარმომიდგენია — თან მანქანები ძალიან მიყვარს და იმედია სერვისცენტრში ისეთი გარემო დამხვდება, რომელიც განვითარებაში დამეხმარება", — აღნიშნავს ნინო წითლიძე, ტრენინგის მონაწილე.
თეგეტა თრაქ ენდ ბასში ტრენინგის ყველა მონაწილეს მათ წარმატებაზე ორიენტირებული გარემო რომ დახვდება, ამაზე კომპანიაა თავად პასუხისმგებელი. ქალთა გაძლიერების თემებს „თეგეტა მოტორსში“ ამაყად უჭერენ მხარს და აქტიური წვლილი შეაქვთ გენდერული კუთხით დამკვიდრებული სტერეოტიპების ნგრევაში. სწორედ ამიტომაც, ამ უპრეცენდენტო ინიციატივაში ჩართულ ხუთივე მონაწილეს თეგეტა მოტორსი წარმატებას უსურვებს და მათთან სამომავლო თანამშრომლობის დიდ იმედს გამოთქვამს.
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
კომენტარები