ფაიზერის ნახევარი მილიონი დოზა საქართველოშია
ნახევარი მილიონი დოზა ფაიზერის ვაქცინა საქართველოშია. თვითმფრინავი თბილისში ახლახანს დაეშვა. ვაქცინას საქართველოში ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი დახვდნენ.
"მე მოვუწოდებ ყველას, ვისაც ეკუთვნის ვაქცინის გაკეთება საქართველოში, გთხოვთ, აიცერით, რაც შეიძლება სწრაფად, ვინაიდან ეს არის თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანების საუკეთესო დაცვა. ეს, ასევე, ერთადერთი საშუალებაა იმისთვის, რომ ეკონომიკა აღდგეს", — განაცხადა კელი დეგნანმა.
ჯანდაცვის მინისტრმა ეს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან პანდემიის მართვის პერიოდში უპრეცენდენტო და ყველაზე მნიშვნელოვან დახმარებად შეაფასა.
საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის 28 000 დოზა 14 ივლისს შემოვიდა. ამ დროისთვის Pfizer-ის ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია მოქალაქეებისთვის 18 წლის ასაკიდან. თუმცა, მინისტრის ბრძანების თანახმად, Pfizer-ის შემდეგი პარტიის მიღების შემდეგ, აცრა 16 წლიდან იქნება შესაძლებელი.
როგორც ჯანდაცვის სამნისტროში განმარტავენ, უსაფრთხოების მიზნით Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთება მხოლოდ კლინიკებშია შესაძლებელი, განსხვავებით Sinopharm-ისა და Sinovac-სგან, რომლებით აცრაც დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებშიც მიმდინარეობს.
Pfizer-ის პირველ და მეორე დოზას შორის შუალედი 21-28 დღეა. იგი გერმანულ კომპანია ბიონტექთან ერთად შეიქმნა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ერთ-ერთი პირველი ვაქცინაა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აღიარა.
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
კომენტარები