ელენე ხოშტარია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი იქნება
მოძრაობა დროას დამფუძნებელი და ევროპული საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი, ელენე ხოშტარია თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი იქნება. ამის შესახებ მან ნიკა მელიასთან ერთად განაცხადა, რომელიც თბილისის მერობის კანდიდატი იქნება.
"ჩვენ დღეს გთავაზობთ მართვის იმ მოდელს, სადაც იქნება იდეების და არა კუნთების ჭიდილი, სადაც ადამიანის ჩაგვრა, ძალადობა და უსამართლობა გამოირიცხება და ეს არის კოალიციური მმართველობის ფორმა", — ამბობს ხოშტარია.
მისივე თქმით, ის და ნიკა მელია სხვადასხვა გუნდს წარმოადგენენ, თუმცა ახლა ის დროა, როდესაც უნდა აჩვენონ ერთიანობის ძალა.
"მე და ნიკა წარმოვადგენთ სხვადასხვა გუნდს, გვაქვს განსხვავებები, გვიკამათია და კიდევ ვიკამათებთ, მაგრამ დღეს ჩვენ ვაცხადებთ ერთიან ბრძოლას, რადგან დგება მომენტები, როდესაც უნდა დადგე ვიწრო პარტიულ და ეგოისტურ ინტერესებზე მაღლა, ანახო ერთიანობის ძალა. ანახო ერთიანობის ძალა იმ ჯგუფს, რომელიც ანგრევს ჩვენს სახხელმწიფოს, რომლისთვისაც სახელმწიფო არის ტერიტორია საკუთარი კეთილდღეობისთვის და ადამიანი არ წარმოადგენს არანაირ ღირებულებას", — თქვა ხოშტარიამ.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ოქტომბრის არჩევნები სხვა მსგავსი არჩევნებისგან იმით გამოირჩევა, რომ მისი შედეგები უშუალოდ განსაზღვრავს არა მხოლოდ მუნიციპალური ორგანოების დაკომპლექტებას, არამედ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ბედს. იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება პროპორციული წესით ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს.
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები