იტალიაში მასობრივი თავშეყრის ობიექტებზე მხოლოდ ვაქცინირებული პირები დაიშვებიან
იტალიის პრემიერმინისტრმა, მარიო დრაგიმ, ქვეყნის ყველა მოქალაქეს მოუწოდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრისაკენ. ამასთან, გამოაცხადა, რომ მთავრობა იძულებულია, ეპიდსიტუაციის გასაკონტროლებლად და დაავადებების გავრცელების პრევენციისთვის, არავაქცინირებული პირებისათვის შეზღუდვები დააწესოს.
22 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე დრაგიმ განაცხადა, რომ ქვეყანაში დაუყოვნებლივი მოქმედებაა საჭირო, რათა ინფიცირების შემთხვევების იმგვარი მატება, როგორიც გაერთიანებულ სამეფოსა და ევროპაშია, თავიდან იქნას აცილებული. ამასთან, ამგვარი რეგულაციები ეკონომიკის დაცვასაც ისახავს მიზნად.
რეგულაციების მიხედვით კი, 5 აგვისტოდან სტადიონებზე, მუზეუმში, თეატრებში, კინოთეატრებში, საგამოფენო ცენტრებში, აუზებსა და სავარჯიშო დარბაზებში შესვლა მხოლოდ "მწვანე საშვის" წარდგენით იქნება შესაძლებელი.
საშვი, რომელიც ევროკავშირში მოქმედი ციფრული მოწმობაა, ასევე მოითხოვება რესტორნების დახურულ სივრცეში შესასვლელად.
იტალიაში ღამის კლუბები ჯერჯერობით დაკეტილია. მთავრობა სექტემბრის დასაწყისში ასევე იმსჯელებს, გახდება თუ არა საშვი სავალდებულო ქვეყანაში მატარებლით, ავტობუსით ან შორ გზაზე მიმავალი ავტობუსით მგზავრობისას.
დრაგის თქმით, იტალიის ეკონომიკა ვაქცინაციის დაწყების შემდეგ მომჯობინების გზას დაადგა, რადგან მოქალაქეების აცრამ მნიშვნელოვნად შეამცირა კოვიდინფექციით საავადმყოფოში გადაყვანილთა და გარდაცვლილთა რიცხვი, რამაც აპრილის მიწურულს მთავრობას რეგულაციების შემსუბუქების საშუალება მისცა.
"ამის მიუხედავად, დელტა ვარიანტი მაინც საფრთხეა", — განაცხადა დრაგიმ, — "ის უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ვირუსის სხვა ვარიანტები, ამიტომ ყველა იტალიელს მოვუწოდებ, გადაუდებლად აიცრას. ვაქცინაციის გარეშე, მოგვიწევს, ისევ ყველაფერი ჩავკეტოთ".
რაც შეეხება საშვის გაცემის წესს, ის გაიცემა ყველა ადამიანზე, ვინც ვაქცინის ერთი დოზა მაინც მიიღო, ასევე მათზე, ვინც კორონავირუსისგან ცოტა ხნის წინ განიკურნა და ვინც ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარებული ტესტის უარყოფით შედეგს წარადგენს ობიექტზე შესვლამდე.
იტალიაში პატარა, მაგრამ აქტიური ანტივაქსერული მოძრაობაც არსებობს, რომელსაც ქვეყნის ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსები და პარტიებიც უჭერენ მხარს. მოძრაობამ უკვე გამართა რამდენიმე დემონსტრაცია მწვანე საშვის გასაპროტესტებლად.
სანამ რეგულაციები ძალაში შევა, ინფიცირების შემთხვევები ქვეყანაში იმატებს. 22 ივლისის მონაცემებით ქვეყანაში 5 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან უმეტესობა კი დელტა ვარიანტითაა დაინფიცირებული. შემთხვევების მატებას EURO 2020-ის მოგების აღსანიშნავ ღონისძიებებსაც უკავშირებენ, განსაკუთრებით რომში, სადაც 11 ივლისის შემდეგ ინფიცირებულთა რაოდენობა თითქმის გახუთმაგდა.
იტალიაში დაავადების დაწყებიდან დღემდე კოვიდინფექციით თითქმის 128 ათასი გარდაიცვალა, რაც ევროპაში გაერთიანებული სამეფოს მონაცემის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
23 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 2 460 გამოვლინდა, გარდაიცვალა 20 ადამიანი. ჯამში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 398 081 შემთხვევა დადასტურდა, დაღუპულთა რაოდენობა კი 5 656-ს შეადგენს.
საქართველოში ამ დროისათვის 391 781 ადამიანია აცრილი. 23 ივლისს ასევე დაიწყო მოქალაქეთა რეგისტრაცია Pfizer-ის მეორე დოზის მისაღებად. ამავე ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა ქვეყანაში 24 ივლისს ჩამოვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია 16 წლის ასაკიდანაც იქნება შესაძლებელი.
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 20 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვასტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს
-
გადახედვადაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA დაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას დღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
კომენტარები