თიბისის მობაილ და ინტერნეტ ბანკში უკვე განახლებული დიზაინის ციფრული ბარათების მომენტალურად გააქტიურებაა შესაძლებელი. ციფრული ბარათები ექვსი განსხვავებული ფერისაა და მათ მომხმარებლები საკუთარი გემოვნების მიხედვით შეარჩევენ.

ინოვაციური პროდუქტი, რომელიც თიბისიმ Visa-სთან ერთად მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად შექმნა, პლასტიკური ბარათის ციფრული ანალოგია და სადებეტო ბარათის ყველა ფუნქციითაა აღჭურვილი. ციფრული ბარათით შესაძლებელია თანხის გადახდა პოს-ტერმინალებზე, ონლაინ ვაჭრობისას, ასევე ბანკომატიდან თანხის განაღდება.

ციფრული ბარათს მთელი რიგი უპირატესობები აქვს. მათ შორის:

  • ციფრული ბარათის გააქტიურება შესაძლებელია მომენტალურად;
  • მომხმარებელს არ უწევს ფიზიკური პლასტიკური ბარათის ტარება;
  • მომხმარებელს არ უწევს ფილიალში ბარათის შესაკვეთად მისვლა;
  • ფიზიკური ბარათის დაკარგვის ან ბანკომატის მიერ მისი "ჩაყლაპვის" შემთხვევაში, შესაძლებელია ციფრული ბარათის მომენტალურად, ინტერნეტ ან მობაილ ბანკიდან გააქტიურება და სასურველ ანგარიშზე მიბმა.

ციფრული ბარათის შეკვეთა და მიღება თიბისის მობაილ და ინტერნეტ ბანკიდან ძალიან მარტივადაა შესაძლებელი და ამისათვის მომხმარებელს ლოდინი არ მოუწევს. ბარათი მომენტალურად, მოთხოვნისთანავე აქტიურდება.

ციფრული ბარათის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.