რა არის ნაყინი? ჩვენთვის ეს არის დესერტი, რომელსაც ზაფხულის, მზიანი ამინდების, ფერადი დღეების და ტკბილი მოგონებების გემო აქვს და რომელიც საუკეთესო მეგობრებსა და ბავშვების ანთებულ თვალებს გვახსენებს. მაგრამ, ნაყინის ექსპერტებს ამ შეკითხვაზე სხვა, უფრო კომპეტენტური და ვრცელი პასუხი აქვთ, რომელსაც ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე პერიოდში მივყავართ და 3 000 წლის წინანდელ ჩინეთში გვამოგზაურებს. ეს არის ამბავი თოვლიან დესერტზე, რომელიც თოლიად გადაიქცა...

ალბათ, არ გაგიკვირდებათ, რომ ყველაფერი გაუსაძლისი სიცხითა და გამოსავლის ძიებით დაიწყო. ნაყინის ისტორიკოსები გვარწმუნებენ, რომ სამი ათასწლეულის წინ ჩინურ საზაფხულო სუფრებს უკვე ამშვენებდა ჯადოსნური ცივი დესერტები, რომლებიც დანარჩენი მსოფლიოსთვის დიდ საიდუმლოდ რჩებოდა. მხოლოდ მე-16 საუკუნეში გაირკვა, რომ ეს იდუმალებით მოცული ტკბილეული ყინულის, თოვლის, ბროწეულის, ფორთოხლისა და ლიმონის კომბინაციისგან მზადდებოდა.

პარალელურად, ხილის ყინულის აღმოჩენას იტალიაში, ეგვიპტეში, სირიასა და საფრანგეთშიც იწყებდნენ. სწორედ იტალიიდან გავრცელდა პირველი სახალხო რეცეპტი, რომელმაც მარკო პოლოსთან ერთად იმოგზაურა და ბევრი ქვეყნის სამზარეულოში საპატიო ადგილი დაიკავა. ქვეყნებთან ერთად ნაყინის სახეობები, დანამატები და გემოებიც იცვლებოდა. ავსტრიელებმა საყვარელ დესერტს შოკოლადი დაუმატეს, იტალიელებმა — ხილი, თხილი, ლიქიორი და ყვავილები, ამერიკელები და ფრანგები კი დღემდე ვერ შეთანხმდნენ, ვინ იყო პირველი, ვინც ჩვენთვის კარგად ნაცნობი ესკიმო გამოიგონა.

სამაგიეროდ, არავინ კამათობს იმაზე, რომ საქართველოში ნაყინის პირველი ყველაზე სრულყოფილი ვერსია თოლიამ მოამზადა, რომელიც უკვე საუკუნის მეოთხედია, არ ღალატობს მთავარ პრინციპს — ნაყინის ყველა მოყვარულს შესთავაზოს გემო, რომელიც ყველაზე ნაცნობი, უცვლელი და საყვარელია.

ჩვენთან თოლია ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, როცა 90-იანი წლების სიბნელეს ვებრძოდით და გემრიელი ნაყინების ნახვა მხოლოდ ამერიკულ ფილმებში შეგვეძლო. სწორედ ამ დროს, თოლია იყო ის ნაყინი, რომელიც არა წყლითა და ფხვნილით, არამედ რძითა და ნაღებით მზადდებოდა და ზედმიწევნით იმეორებდა პლომბირისა და ესკიმოს იმ გემოებს, რომლებიც ასწლეულებით ადრე, საფრანგეთსა და იტალიაში შექმნეს. მაშინ თოლიას დაგემოვნება პატარებისთვისაც და დიდებისთვისაც დღესასწაული იყო და მისი გამოჩენა მზიანი, თბილი და ბედნიერი დღეების მოახლოებას ნიშნავდა.

ამას ემატებოდა თოლიას რბილი ნაყინიც, რომელმაც პირველად გვაზიარა რბილი ნაყინის საერთაშორისო გემოს და 18 წლის განმავლობაში 500-მდე ლოკაციაზე დასახლდა. შედეგად, თოლიას სანაყინეები, მრავალფეროვანი ინგრედიენტებითა და გემრიელი ფერებით, ზაფხულშიც და ზამთარშიც, სრულ მზადყოფნაში გვხვდებიან ყველგან, სადაც ბედნიერების დაგემოვნებას მოვინდომებთ — იქნება ეს ქუჩა, პარკი, პლაჟი, უბნის მაღაზია თუ გრძელი გზატკეცილი.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თოლია საქართველოში ნაყინის ისტორიას აგრძელებს და ყოველდღიურად შლის ახალ-ახალ ფურცლებს იმისათვის, რომ ნებისმიერ დროსა და ადგილას შევიგრძნოთ ის სასიამოვნო სიგრილე, რომელიც ყველაზე ფერად მოგონებებში, მზიან დღეებსა და ბედნიერ მომენტებში გვაბრუნებს, მოწყენილ სახეებს ღიმილს ჰფენს და დიდ ადამიანებსაც კი აქცევს იმ ბავშვებად, რომლებსაც თოლიას ნაყინის ხათრით, ოჯახის წევრების ყველა თხოვნის შესრულება შეუძლიათ...