მუსონისმაგვარი კოკისპირული წვიმები დატვირთულ გზატკეცილს ესხმის თავს, რაც სპორტული და მრავალმხრივი გამოყენების ავტომობილების მართვას ართულებს. გზის ნაპირას უცაბედი ჩანჩქერები ჩნდება.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მოცემული სცენა საკმაოდ ხშირი იქნებოდა, მაგრამ ეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ხდება, საზაფხულო სიცხის ტალღის იმ წერტილში, სადაც ძალიანზე იშვიათად წვიმს და ტემპერატურა რეგულარულად აჭარბებს 49 გრადუსს.

გაერთიანებული საამიროების მეტეოროლოგიურ ცენტრზე დაყრდნობით, ნალექწარმოქმნა ღრუბელთა დათესვის ოპერაციებმა გააძლიერა, რომელიც ყურეზე მდებარე ქვეყანაში ატმოსფერული ნალექების გაზრდას ემსახურება.

აღნიშნული ტექნოლოგია, რომელიც წვიმის ხელოვნურ წარმოქმნას განაპირობებს, ბრიტანული რედინგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს. მათ მიერ შემუშავებული მეთოდი ღრუბლებში დრონებს იყენებს, რომლებიც სპეციალური სენსორებითა და ინსტრუმენტებითაა აღჭურვილი. მათი დახმარებით ღრუბლების მოლეკულებს ელექტრული მუხტები გადაეცემა, რაც მათ ერთად აჯგუფებს და წვიმის წარმოქმნის წინაპირობას ქმნის. აღსანიშნავია, რომ იგივე დრონები ღრუბლებში ტენიანობასა და ტემპერატურასაც წარმატებით ზომავს.

აღნიშნული შედეგის მისაღებად რედინგის უნივერსიტეტის მკვლევრებმა 9 კვლევა ჩაატარეს, 2017 წელს კი საამიროებისგან 15 მილიონ დოლარიანი დაფინანსება მიიღეს.

კვირას სახელმწიფოს ეროვნულმა ამინდის სერვისმა მძიმე თავსხმათა ვიდეოჩანაწერი გაავრცელა.

ღრუბელთა დათესვის ოპერაციები იმ მიმდინარე მისიის ნაწილია, რომელიც შუა აღმოსავლეთის სახელმწიფოში ნალექების წარმოებას ემსახურება, როცა ქვეყნის ნალექთა საშუალო რაოდენობა მხოლოდ 10 სანტიმეტრს შეადგენს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.