წარმოიდგინეთ, რა კარგი იქნებოდა, ცხოვრება რომ ვიდეოთამაში იყოს. ბოსს ვერ მოერიე? არაა პრობლემა, შეგიძლია ხელახლა სცადო. ზედმეტად რთული მისია გაქვს შესასრულებელი? არც ამ დროს ღირს ნერვიულობა — დაგუგლვით მარტივად იპოვი გამოსავალს.

აი, ის თამაში კი, რომელსაც ცხოვრებას ვეძახით, გაცილებით რთული სათამაშოა. და მაინც, არსებობს მარტივი ხრიკები, რომლების არგამოყენებაც ჩვენივე თავებისადმი ჩადენილი დანაშაული იქნებოდა. აი, რამდენიმე მათგანიც:

1. მაშინაც კი, როცა ვინმე გამიზნულად გეტყვის რაიმე საწყენს, ზრდილობიანი და მეგობრული ტონით უპასუხე — უმრავლეს შემთხვევაში ეს მათ ისე დააბნევს, რომ საუბრის გაგრძელება აღარ მოუნდებათ

ფოტო: Giphy

2. სახლში რაიმეს გაფუჭებისას სანამ ხელოსანს დაურეკავდე, იუთუბზე შეისეირნე. შესაძლოა, პრობლემის მოგვარება თავადაც შეძლო, თუ არადა — მის არსს მაინც გაიგებ და პროფესიონალს უკეთ აუხსნი, რა გჭირდება

ფოტო: Giphy

3. ბავშვებთან "უკუფსიქოლოგიის" მეთოდი გამოიყენე. თუ მათ რაიმეს არგაკეთებას სთხოვ, ჩათვალე, რომ ორ წუთში უკვე გაკეთებული ექნებათ

ფოტო: Giphy

4. ინტერნეტი სავსეა უფასო კურსებით, რომლებიც სერტიფიკატთან ერთად საჭირო ცოდნით მოგამარაგებენ. ისიც არ დაგავიწყდეს, რომ თუ შენი პროფესიის სფეროში გაივლი მსგავს კურსს, რეზიუმეც გაცილებით მომხიბვლელი გაგიხდება

ფოტო: Giphy

5. სულაც არაა აუცილებელი, ვალენტინობისა და შეხვედრის წლისთავის მსგავსი თარიღები ზარ-ზეიმით აღნიშნოთ. სპონტანური პაემნები და პატარ-პატარა სიურპრიზები გაცილებით სახალისო და ნაკლებად სტრესულია

ფოტო: Giphy

6. დაუმეგობრდი იმ ადამიანებს, რომლებიც არ გგვანან. ისინი ახალ კულტურასა და გამოცდილებებს გაგიზიარებენ, რაც ცხოვრებას უფრო მრავალფეროვანს და საინტერესოს გახდის

ფოტო: Giphy

7. თუ ცუდ ხასიათზე ხარ, სტვენა სცადე. თავიდან კი უხერხულობას იგრძნობ, მაგრამ ნელ-ნელა შეატყობ, როგორ გიუმჯობესდება განწყობა

ფოტო: Giphy

8. თუ უცნობ საკითხზე ესე გაქვს დასაწერი, ვიკიპედიის გვერდზე შესაბამის სტატიაში შედი, ჩამოსქროლე და, როგორც წესი, ამ თემაზე ათეულობით აკადემიურ წყაროს იპოვი

ფოტო: Giphy

9. ჩამოიცილე ტოქსიკური ადამიანები. ამას არანაირი უარყოფითი შედეგი არ მოჰყვება, თავს კი ასი პროცენტით უკეთ გაგრძნობინებს

ფოტო: Giphy

10. არ ჰკითხო პარტნიორს, სად უნდა ჭამა. სანაცვლოდ, სთხოვე გამოიცნოს, შენ რის ხასიათზე ხარ და რასაც პირველი დაასახელებს, იქ წადით

ფოტო: Giphy