ღარიბაშვილის მტკიცებით, "ყველა მოძალადე არის დასჯილი"
მიუხედავად იმისა, რომ 5-6 ივლისს ძალადობის ორგანიზატორები და ბრძანების გამცემები შსს-ს ამ დრომდე არ დაუაკვებია, პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ყველა მოძალადე დასჯილია.
"ყველა მოძალადე არის დასჯილი. ყველა მოძალადე არის დაჭერილი [...] ქუჩაში თუ რაღაც ჩხუბი მოხდა, ეს სახელმწიფომ აღკვეთა და ყველა მოძალადე დაიჭირა. აი, ეს არის მთავარი", — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმინისტრი ცდილობდა თავი აერიდებინა ამ თემაზე საუბრისგან, ამიტომ ჟურნალისტებმა კითხვა რამდენჯერმე გაუმეორეს. ღარიბაშვილმა მათ უთხრა, რომ ეს იყო აგრესია და კითხვების დასმით ისინი ძალადობდნენ მასზე.
"თქვენ ახლა ძალადობთ ჩემზე, ძალადობთ, ეს არის ძალადობა. ეს არის აგრესია", — უთხრა მან ჟურნალისტებს.
შსს-ს 5-6 ივლისს ძალადობაში მონაწილე მხოლოდ 28 პირი ჰყავს დაკავებული, დაშავებულთა რაოდენობა კი 50-ზე მეტია. დაკავებულთაგან არცერთი არ არის ღირსების მარშის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი.
აღსანიშნავია, რომ 16 ივლისს გამოკითხვაზე დაიბარეს ძალადობრივი და პრორუსული არხის, Alt-Info-ს დამფუძნებლები, ზურაბ მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია, ასევე პლატფორმის ყველა წევრი. მათ გარდა, გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ ძალადობრივი ჯგუფების ლიდერები, გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილებიც. გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ მათ დაადასტურეს, რომ გამომძიებელს კითხვები სწორედ ძალადობრივი აქციების ორგანიზებისა და ძალადობრივ მოწოდებებთან დაკავშირებით ჰქონდათ.
გამოკითხვისთის პოლიციის სამმართველოში გადაყვანამდე, პოლიციამ გაჩხრიკა ფალავანდიშვილების, მახარაძის, მორგოშიასა და Alt-Info-ს სხვა წარმომადგენლების სახლები. ცნობილია, რომ ამოიღეს რეგისტრირებული იარაღი, კომპიუტერები, ტელეფონები და სხვა პირადი ნივთები.
გამოკითხვიდან გამოსულმა გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა, რომ გაუხარდა 5 ივლისს, დილით, პრემიერმინისტრის განცხადება, რომლითაც იგი მოუწოდებდა ღირსების მარშის ორგანიზატორებს გაეუქმებინათ ღონისძიება და მიანიშნებდა, რომ მისი ჩატარება დაპირისპირებას გამოიწვევდა.
13 ივლისს, პროკურორმა თამარ იაკობიძემ განაცხადა, რომ გამოძიება მუშაობს, მათ შორის, ძალადობის ორგანიზატორების დადგენის მიმართულებითაც. კითხვას, გაბედავს თუ არა პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს სასულიერო პირების წინააღმდეგ, იაკობიძემ უპასუხა, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყება ყველა იმ პირის მიმართ, ვის მიმართაც იქნება შესაფერისი მტკიცებულებები.
გაიგე მეტი:
- რა თქვა გომელაურმა 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებზე სატელევიზიო ინტერვიუში
- გამოძიება, პირველ რიგში, შემსრულებლიდან იწყება და შემდეგ უნდა აჰყვე ზევით — გომელაური
- გომელაური: თუ გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას რომ თანამდებობა დავტოვო, რა თქმა უნდა, დავემორჩილები
- მაგრამ აღარ უნდა, ძალადობა მიუღებელია — მოსამართლე ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებულებს
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები