ინდონეზიაში კოვიდდადებითმა კაცმა შიდა ფრენაზე მოსახვედრად უცნაურ ხერხს მიმართა: კაცმა ნიქაბი მოირგო და თავი საკუთარ ცოლად გაასაღა. მას თან ცოლის პასპორტი და კოვიდტესტის უარყოფითი პასუხი ჰქონდა.

სავარაუდოდ, გადაცმულ კაცს ვერავინ გამოიჭერდა, თუმცა მან შეცდომა დაუშვა — შუა ფრენისას საპირფარეშოში ნიქაბით შევიდა და უკან საკუთარი ტანსაცმლით დაბრუნდა. ეს ფაქტი ბორტგამცილებელს არ გამორჩენია. მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი დაეშვა, კაცი პოლიციამ დააკავა და კოვიდტესტი ჩაუტარა. მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

კაცი ამჟამად თვითიზოლაციაშია გადაყვანილი. თვითიზოლაციიდან გამოსვლის შემდეგ, მას ბრალს წაუყენებენ.

ინდონეზიაში გართულებული ეპიდვითარების ფონზე მგზავრობაზე მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. ქვეყანაში დღიურად კორონავირუსის 50 000-მდე შემთხვევა ფიქსირდება.