გურიაში მასწავლებელმა მოსწავლეზე, სავარაუდოდ, სექსუალურად იძალადა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს. მასწავლებელი დაკავებული არ არის.