მაგრამ აღარ უნდა, ძალადობა მიუღებელია — მოსამართლე ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებულებს
"მაგრამ აღარ უნდა, ძალადობა მიუღებელია", — განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, რომან ხორავამ სასამართლო სხდომაზე, სადაც 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული 2 პირის პროცესი მიმდინარეობდა.
— ძალადობა რომ მიუღებელია, აქ ორი აზრი არ არსებობს.
— გასაგებია, მაგრამ...
— არა, მაგრამ აღარ უნდა, ძალადობა მიუღებელია.
ამასთან, 9 ივლისს მოსამართლემ, რომან ხორავამ ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეებს, რომლებსაც ბრალი ედებათ მთავარი არხისა და TV პირველის ჟურნალისტებზე ძალადობა, სასამართლო სხდომაზე მიმართა და უთხრა, რომ იქ ქმედებები, რასაც მათ ედავებიან, დანაშაული და სიბნელეა. ხორავამ ოთხივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა და თქვა, რომ შეუძლებელია სხვა ღონისძიების გამოყენება. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებას საქართველოს სახელით იღებს.
დღეს 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებულ 2 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მათ ბრალი ედებათ ძალადობრივ კონტრაქციაზე რუსთავი 2-ისა და TV პირველის ოპერატორებზე თავდასხმაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. ეს მუხლები გულისხმობს ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ასევე, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნას და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას.
შსს-ს ინფორმაციით, 5-6 ივლისს გამართული ძალადობრივი კონტაქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 27 პირი, კერძოდ:
- ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დააკავეს 23 პირი;
- თბილისი პრაიდის ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი;
- მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დაკავებულია 1 პირი.
უწყებაში აცხასდებენ, რომ დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვააზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
-
გადახედვაპაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს პაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს
-
გადახედვადააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა დააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა
-
-
-
გადახედვა"დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს "დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
-
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
-
-
გადახედვააპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი აპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
კომენტარები