20 ივლისს კომპანია Amazon-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი სამ სხვა მგზავრთან ერთად კოსმოსში გაფრინდა.

ვინ იცის, იქნებ დედამიწიდან 100 კილომეტრზე მეტი მანძილის გავლისას ეს ამერიკელი ბიზნესმაგნატი ბო ბარნემის ამ სიმღერასაც უსმენდა:

მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანის ამ წამოწყებას თავიდანვე სხვადასხვაგვარი გამოხმაურება მოჰყვა: მაგალითად, შეიქმნა პეტიცია, რომლითაც ითხოვდნენ, რომ ბეზოსი დედამიწაზე აღარ დაბრუნებულიყო.

მართალია, მათი ეს სურვილი არ ასრულებულა — Blue Origin-ის რაკეტამ მხოლოდ რამდენიმე წუთი დაყო კოსმოსში, მაგრამ სანაცვლოდ ჯეფ ბეზოსის გაფრენა უამრავი ახალი ხუმრობისა თუ მიმის წყაროდ იქცა და ახლა მათგან რამდენიმე საუკეთესოსაც წარმოგიდგენთ.

1. "მენატრება ის დროს, როცა მილიარდერების ამბიციური პროექტები 1000 საჯარო ბიბლიოთეკის გახსნა ან საკონცერტო დარბაზების აშენება იყო"

ფოტო: Giphy

2. "ჯეფ ბეზოსი იმაზე დიდხანს იყო კოსმოსში, ვიდრე Amazon-ის მიერ თანამშრომლებისთვის დაშვებული ტუალეტში გასვლის დროა"

ფოტო: Giphy

3. "კი, კოსმოსში გაფრენა ასწორებს, მაგრამ ოდესმე საშემოსავლო გადასახადების დაფარვა თუ გიცდია?"

ფოტო: Tenor

4. "რთულია, იმაზე უკეთესი განქორწინების წარმოდგენა, როცა 50 მილიარდს იღებ, შემდეგ კი შენი ყოფილი ქმარი პირდაპირი მნიშვნელობით პლანეტიდან მიდის"

ფოტო: Tenor

5. "Amazon-ის თანამშრომლები ტუალეტის რიგში, სანამ ბეზოსი კოსმოსშია"

ფოტო: Twitter

6. ბევრს ამ ფაქტმა ცნობილი კომედიის ოსტინ პაუერსი ანტიგმირიც მოაგონა

ფოტო: Twitter

7. ახალი ფანტასტიკური ოთხეული

ფოტო: Twitter

8. "მხოლოდ მე მგონია, რომ ბეზოსის კოსმოსური ხომალდი უზარმაზარ დილდოს ჰგავს?"

ფოტო: Blue Origin

9. "მთელი ინტერნეტი უყურებს, როგორ მიფრინავს ბეზოსი კოსმოსში"

ფოტო: Twitter

10. "კაცები კოსმოსში პენისის ფორმის ხომალდებითაც კი გაფრინდებიან, ოღონდაც ფსიქოთერაპევტთან არ მივიდნენ"

ფოტო: Blue Origin