10 მხატვრული კლიშე, რომელიც ყველას ყელში გვაქვს ამოსული
წიგნების და კინო-სერიალების მოყვარულებმა მშვენივრად იციან, რომ სრულად ორიგინალური სიუჟეტის მქონე ამბის პოვნა, უბრალოდ, შეუძლებელია. ეს გასაკვირი არაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ წელიწადში მსოფლიოში 2 მილიონზე მეტი ახალი წიგნი იბეჭდება და ათასობით ფილმს იღებენ. თუმცა ზოგჯერ ერთი და იგივე სიუჟეტური გადაწყვეტა სხვადასხვა ტექსტში ისე ხშირად მეორდება, რომ ყოველგვარ სიამოვნებას გვიშხამავს.
აი, რამედნიმე მსგავსი ტროპი, რომელზეც თავს დავდებთ, რომ ერთზე მეტჯერ შეგხვედრიათ და, შესაძლოა, ნერვებიც მოგშლიათ.
1. როცა მთავარი გმირები ტყუპები არიან, რომელთაგან ერთი სიკეთის განსახიერებაა, მეორე კი — ბოროტების
ამ ტროპს, როგორც წესი, იმისთვის იყენებენ, რომ სიკეთისა და ბოროტების არსზე დაგვაფიქრონ — თუმცა ის იმდენადაა რეალიზმს მოკლებული, რომ მწერლის სიზარმაცეზე უფრო გადააქვს ჩვენი ყურადღება.
2. როდესაც ანტაგონისტი ბოლო წამამდე დამარცხების შესაძლებლობასაც კი არ უშვებს და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე სამყაროს დაპყრობით იმუქრება
ასეთ დროს მკითხველს კი არა, თავად ანტიგმირსაც კი აღარ სჯერა საკუთარი სიტყვების, მაგრამ, რატომღაც, მაინც არ იტეხს იხტიბარს.
3. როცა ათასწლოვან ვამპირს (ან სხვა მაგიურ ქმნილებას), რომელიც, ამასთან, საოცრად სექსუალურიცაა, ახალგაზრდა ასოციალური, სევდიანი გოგო უყვარდება, რადგან ეს უკანასკნელი ასეთი გამორჩეული და განსაკუთრებულია
მრავლისმთქმელია, რომ ვამპირების თუ მაქციების არსებობა სულაც არაა ამ ტროპის ყველაზე არარეალისტური ასპექტი.
4. როცა მთელი ტრაგედია ორ ადამიანს შორის ნორმალური კომუნიკაციის არარსებობაზე ჰკიდია
არადა, ერთხელ მაინც რომ ეთქვათ პროტაგონისტებს ერთმანეთისთვის ერთი სრული წინადადება, მინიმუმ ასი გვერდით მალე გადაწყვეტდნენ კონფლიქტს.
5. როცა ერთი გმირი მეორეს იმიტომ შორდება, რომ "განსაცდელისგან დაიცვას"
ხომ ვიცით, რომ ბოლოს მაინც ერთად იქნებიან და ან თავს რატომ იტანჯავენ, ან ჩვენ რატომ გვიშლიან ნერვებს?!
6. როცა პროტაგონისტები რაღაც პრობლემის მოსაგვარებლად გარშემომყოფებს ატყუებენ, რომ ვითომ ერთად არიან
აქაც მშვენივრად ვიცით, რით დასრულდება ეს "ფანდი".
7. ფენტეზის სამყარო, რომელშიც მთავარ გმირებს სახლების თუ ჯგუფების მიხედვით ახარისხებენ
არც ისე სასიამოვნო უნდა იყოს, როცა მთელი ცხოვრების ტრაექტორიას წინასწარ გაწერილი ფორმულით განგისაზღვრავენ, თუმცა ამ ნაწარმოებთა გმირები იშვიათად თუ გამოხატავენ ხოლმე ამის გამო უკმაყოფილებას.
8. როცა პერსონაჟმა რაღაც საშინლად ტრავმული უნდა გადაიტანოს, რათა პიროვნულად გაიზარდოს
ეს ტროპი იმდენად ყველგან გვხვდება, რომ ზოგჯერ გვავიწყდება, სხვა, ნაკლებად სასტიკი გზებითაც რომაა შესაძლებელი შინაგანი ტრანსფორმაცია.
9. როცა ჯაშუშს ამნეზია ემართება და თავისი სასწაულებრივად არდავიწყებული უნარები უნდა გამოიყენოს მეხსიერების აღსადგენად
საკუთარი სახელი კი შეიძლება დაგავიწყდეს, მაგრამ ბრძოლის ხელოვნება — არასოდეს!
10. როცა მთავარი გმირი საშინელ საიდუმლოს ინახავს, ბოლოს კი აღმოჩნდება, რომ მომხდარი მისი ბრალიც კი არ ყოფილა
არა, სინდისი არ უნდა გაწუხებდეს, თუ ორი წლის იყავი და ცეცხლწაკიდებული სახლიდან ადამიანები ვერ დაიხსენი.
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
კომენტარები