ახალმა კვლევამ, რომელიც ჟურნალ Environmental Science and Technology-ში გამოქვეყნდა, ახალბედა დედების რძეში სახიფათო ქიმიურ ნივთიერებათა მაღალი კონცენტრაციები აღმოაჩინა, რაც ბავშვებისათვის ჯანმრთელობის შესაძლო რისკებზე მიუთითებს.

პერ და პოლიფლუოროალკილურ ნივთიერებათა (PFAS) კლასი 4000-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას აერთიანებს, რომელიც გარემოში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში რჩება. ისინი ცხოველთა ტესტირებაში ღვიძლის დაზიანებას, შობადობის შემცირებას, იმუნოლოგიურ მოშლას იწვევს და ადამიანების ჯანმრთელობაზეც ზემოქმედებს.

PFAS უამრავ პროდუქტშია გამოყენებული, კბილის საწმენდი ძაფებიდან და კოსმეტიკიდან დაწყებული, საკვების შესაფუთი მასალითა და ავეჯით დასრულებული. ნივთიერებების ფართო გავრცელებიდან გამომდინარე, გარდაუვალი ჩანდა, რომ მეცნიერები ახალ გზებს აღმოაჩენდნენ, რომლითაც ნივთიერებები ჩვენს სხეულშიც გროვდება, რაც ჟურნალ Environmental Science and Technology-ში გამოქვეყნებული კვლევით გამოაშკარავდა. ლაბორატორიულ კვლევაში, რომლის ფარგლებშიც რძის შემცველობას იკვლევდნენ, აშშ-ში 50 მოხალისე დედა მონაწილეობდა.

კვლევაში მეცნიერთა გუნდმა ინდიანას უნივერსიტეტიდან, ვაშნგტონის უნივერსიტეტიდან და სიეტლში დაფუძნებული კვლევისა და დაცვის ფონდიდან PFAS-ის შემაშფოთებლად მაღალი დონეები დააფიქსირეს მოხალისე დედათა რძის ნიმუშებში მთელი მსოფლიოდან.

"მიუხედავად იმისა, რომ მკვლევრები მიგნებების გამო შეწუხებულნი არიან, ჩვილების გამოკვლევა რთულია, შესაბამისად, არ არსებობს საგულდაგულო ანალიზი, თუ რა გავლენას ახდენს PFAS-ი მათზე", — განაცხადა შილა სათიანარაიანამ, კვლევის თანაავტორმა და პედიატრმა ვაშინგტონის უნივერსიტეტთან ერთად.

მკვლევარმა დაამატა, რომ უფრო მოზრდილი ბავშვებისა და ზრდასრულების კვლევებმა ქიმიკატები ჰორმონალურ დარღვევებს დაუკავშირა და შემოგვთავაზა, რომ PFAS-ი იმუნურ სისტემას აზიანებს, რაც განსაკუთრებით პრობლემური შეიძლება იყოს ჩვილებისთვის, რადგან დედის რძე აძლიერებს მათ იმუნურ სისტემას. თუმცა საკვლევი ნიმუშების ჯგუფი მეტ-ნაკლებად მცირე იყო, დაბინძურებამ სოციოეკონომუკური და გეოგრაფიული დაჯგუფებები მოიცვა, რაც პრობლემას ინდივიდუალურ დონეზე მეტად ართულებს.

"ეს იმაზე მიუთითებს, რომ ქიმიკატები იმდენად გავრცელებულია, შეუძლებელია იწინასწარმეტყველო, ვისზე ექნება ყველაზე დიდი ზეგავლენა", — თქვა მან.

კვლევა ასევე დისკრედიტაციას უწევს ქიმიური ინდუსტრიის მტკიცებას, რომ PFAS-ის ახალი თაობა, რომელიც ჯერ კიდევ გამოყენებაშია, ადამიანებში არ გროვდება. მან ნაერთთა 12 სახეობაზე მეტი აღმოაჩინა დაახლოებით ნიმუშთა ნახევარში, საერთო ჯამში კი 16 ნაერთი, მათ შორის რამდენიმე ამჟამად გამოყენებაში მყოფი.

"ძალიან შევწუხდი და გავბრაზდი. ფიქრი დავიწყე, ახალი ავეჯის შეძენა მომიწევდა, აურაცხელი პრობლემა შეიქმნა. შემდეგ გავიაზრე, ჩემი მაქსიმუმიც რომ მეკეთებინა, ჩემს კონტოლს მიღმა საკითხებს მაინც გადავეყრებოდი, რამაც ძალიან, ძალიან გამიცრუვა იმედი", — უთხრა კვლევის მონაწილე ვერა ჰარინგტონმა Seattle Times-ს.

ამ ნაერთთა შესაძლო ჯანმრთელობის რისკებისდა მიუხედავად, კვლევის თანაავტორები დაჟინებით ამტკიცებენ, რომ ძუძუთი კვების სამედიცინო სარგებელი — თუნდაც ახალშობილის იმუნური სისტემის გაძლიერება — მაინც ნებისმიერ შესაძლო ზიანს გადაწონის.

"თავისთავად, მონაცემები ისევ აჩვენებს, რომ ძუძუთი კვება საუკეთესოა, იმდენი სარგებელი მოაქვს", — განუცხადა Seattle Times-ს კვლევის ავტორმა შილა სათიანარაიანამ, ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის პედიატრიული გარემოს დაცვის ექსპერტმა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.