ინდოეთში მომაკვდინებელი "შავი სოკოთი" სიკვდილის 4,300-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექცია ძირითადად კოვიდგადატანილ პაციენტებს ემართებათ. საერთო ჯამში ინდოეთი მუკორომიკოზით ინფიცირების 45 374 შემთხვევას ითვლის.

იგი გავლენას ახდენს ცხვირზე, თვალებზე და ზოგჯერ თავისტვინზეც კი. ჩვეულებრივ ინფექცია თავს კოვიდიდან გამოჯანმრთელების შემდეგ დაახლოებით 12-18 დღეში იჩენს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ინფიცირებულთა თითქმის ნახევარი ჯერ კიდევ მკურნალობს.

"ჩვენ ვხედავთ ისეთ პაციენტებს რომლებიც ინფექციის მკურნალობის შემდეგ კვლავ საავადმყოფოში ბრუნდებიან, რაც დაავადების ფართო გავრცელებაზე მიუთითებს თვალისა და ტვინის არეში", — განუცხადა BBC-ს ექიმმა აქსეი ნაირმა.

ყველაზე მეტად ინდოეთის ორი შტატი მაჰარაშტრა და გუჯარატი დაზარალდა, სადაც მუკორომიკოზისგან 1785 ადამიანი გარდაიცვალა. განსაკუთრებით ცუდ სიტუაციაში არიან ის ადამიანები, რომლებსაც სოფლებში უწევთ დაავადებასთან გამკლავება რადგან შესაბამისი მკურნალობის გარეშე შემთხვევათა უმრავლესობა ლეტალურად მთავრდება.

ასევე იხილეთ:

შავი სოკოს მომაკვდინებელი დაავადება ახლა უკვე ინდოეთს გარეთაც გავრცელდა