საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლის 4 აგვისტოდან, ავიაკომპანია Belavia მინსკი-ქუთაისი-მინსკის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ფრენები მიმდინარე წლის 27 ოქტომბრამდე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და კვირას განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა დღეს მიენიჭა.