ეს თითქოს საშინელებათა ფილმის დასაწყისს ჰგავს — ყინულებიდან, რომლებიც ახლა ლღვება, "იღვიძებენ" უძველესი არსებები, 40 000 წლის წინანდელი გიგანტური მგლები და 750 000 წლის ბაქტერიები.

ყველა უძველესი არსება მკვდარი არც რეალობაშია. საუკუნეების ხავსმა ლაბორატორიის სითბოში გაცოცხლება შეძლო. ასევე მოხდა 42 000 წლის წინანდელი მრგვალი ჭიაყელების შემთხვევაშიც.

ამ გამაოგნებელ მოვლენებზე დაკვირვება ჩვენ გვაძლევს ცოდნას უძველესი ეკოსისტემების შესახებ, ასევე ცნობილი ხდება, თუ რა გარემოში უწევდათ მათ ცხოვრება. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის — ყინულების დნობა უძველეს ვირუსებსაც აცოცხლებს.

"გარდა იმისა, რომ ლღობა დაგვაკარგინებს ყინულში შემონახულ უძველეს მიკრობებსა და ვირუსებს, ასევე შესაძლებელია, რომ ისინი გარემოში მოხვდნენ", — წერენ მეცნიერები კვლევაში, რომელიც ოჰაიოს უნივერსიტეტის მიკრობიოლოგის Zhi-Ping Zhong-ის მეთაურობით ჩატარდა.

ახალი მეტაგენომური ტექნიკის წყალობით, მეცნიერებს საშუალება ეძლევათ უკეთ გაიგონ, თუ რა ხდება მასიურ ყინულებში და რას ინახავენ ისინი.

ახალი კვლევის მიხედვით, გუნდმა ტიბეტის მთიანეთში, Guliya-ს ყინულის საფარზე შეძლო ათობით 15 000 წლის წინანდელი ვირუსის იდენტიფიცირება, ეს მათ საშუალებას მისცემს შეისწავლონ მათი ფუნქციები.

მკვლევრებმა, ზღვის დონიდან 6,7 კილომეტრის სიმაღლეზე 33 უძველესი ვირუსი აღმოაჩინეს, მათგან 28-ს არსებობა კი ჩვენთვის აქამდე ცნობილი არ იყო.

"ეს ის ვირუსებია, რომლებმაც ექსტრემალურ პირობებს გაუძლეს", — ამბობს ოჰაიოს უნივერსიტეტის მიკრობიოლოგი მეთიუ სალივანი.

აღმოჩენილი ვირუსების გენეტიკური მონაცემები ინფორმაციულ ბაზებში არსებულ ვირუსებს შეადარეს და მკვლევართა გუნდმა აღმოაჩინა, რომ ეს იყო ბაქტერიოფაგები, რომლებიც მეთილობაქტერიას წარმოქმნიან.

"ჩვენ ძალიან ცოტა ვიცით იმ ვირუსებისა და ბაქტერიების შესახებ, რომლებიც ამ ექსტრემალურ პირობებში ცხოვრობენ", — ამბობს დედამიწის მკვლევარი, ლონი ტომპსონი.

შუა პანდემიის დროს, დამდნარი ყინულებიდან ძველი ვირუსების გამოჩენა კიდევ უფრო შემაშფოთებლად ჟღერს, თუმცა, კიდევ უფრო საშიში ყინულის დნობით, მეთანისა და კარბონის მასიური რეზერვებიდან ვირუსების გამოღწევა იქნება. მიუხედავად ამისა, ნათელია, რომ ყინული გვეხმარება უკეთ შევისწავლოთ ძველი კლიმატური ცვლილებები და ვირუსების ევოლუცია.

კვლევა ჟურნალ Microbiome-ში გამოქვეყნდა.