როდესაც კუ სახელად ფრედი ბრაზილიაში ხანძარში მოყვა, მისი გადარჩენის შანსები მცირე იყო, თუმცა ახალგაზრდა ვეტერინარებისა და ქირურგების წყალობით ის არა მხოლოდ გამოჯანმრთელდა, უკვე მსოფლიოში პირველი სამ განზომილებიანი დაპრინტული ბაკნის მფლობელიცაა.

"ფრედი მსოფლიოში პირველი კუა, რომელსაც მთლიანად ახალი ბაკანი აქვს და ასევე პირველი არსებაა, რომელიც ჩვენ, ცხოველების გადამრჩენელებმა, ვიპოვეთ და გადავწყვიტეთ დახმარება" - ამბობს დიზაინერი სისერო მორაისი, რომელიც სან პაულოს მოხალისეთა ჯგუფ The Animal Avengers-ის ერთ-ერთი წევრია.

სწორედ მორაისის დიზაინით შეიქმნა ფრედისთვის 3D ბაკანი, თუმცა მან გამოცდილი ადამიანებისგანაც მიიღო დახმარება, რომლებმაც მისი იდეა რეალობად აქციეს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფრედი თავის ახალ სახლში თავს უბედნიერესად გრძნობს.