ჩინეთში სუპერ სწრაფი მაგნიტოპლანი მატარებლის შენება სამშაბათს, 20 ივლისს დასრულდა, იუწყება ახალი ამბების სააგენტო Xinhua.

მატარებლის მაქსიმუმი სიჩქარე 600კმ/სთ-ს მიაღწევს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალი მატარებელი ისტორიაშიც ყველაზე სწრაფი ტრანსპორტი, ან მატარებელია. სამხრეთ–დასავლეთ ჯიაოტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 2021 წლის იანვარში მსოფლიოში უსწრაფესი მატარებლის პროტოტიპი დატესტეს, რომლის სიჩქარემაც 643კმ/სთ-ს მიაღწია.

მაღალი სიჩქარის სარკინიგზო კავშირის ინფორმაციის მიხედვით, მსოფლიოში უსწრაფესი ოპერაციული მატარებლის რეკორდს ფრანგული TGV შეინარჩუნებს, რომელიც 574.8 კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებს. ასე რომ, თუ ახალი მატარებელი იანვარში შექმნილი პროტოტიპის რეალურ პროდუქტამდე უფრო მალე ამუშავდება, ის პირველი იქნება, რომელიც TGV-ის რეკორდს მოხსნის.

ამასობაში კი სატრანსპორტო ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანია, HyperloopTT-მა დააანონსა, რომ მათი HyperPort მატარებლები სულ მალე, კარგოს "თვითმფრინავის სიჩქარით" გადაზიდავენ.

დღესდღეობით, ჩინეთსა და იაპონიაში მაგნიტოპლანი მატარებელი მაღალი სიჩქარის მქონე ტრანსპორტის სტანდარტადაა ქცეული. მატარებლებს მგზავრები 431 კმ/სთ სიჩქარით გადაჰყავს.

ამასთანავე, სარკინიგზო ტრანსპორტი ცნობილი იმითაცაა, რომ ის კარგო გადამზიდებთან და საჰაერო ტრანსპორტთან შედარებით მეტად ეკომეგობრულია და ბევრად ნაკლებ ნახშირორჟანგს გამოყოფს. მაგალითად 1 მილის გავლისას (1.6 კმ) მაგნიტოპლანი მატარებელი 80%-ით ნაკლებ ნახშირორჟაგს აწარმოებს ვიდრე მანქანა. ბევრი წინასწარმეტყველებს, რომ სარკინიგზო ინდუსტრიის სწრაფი განვითარება და მოხმარების ზრდა კლიმატური პრობლემების ერთ-ერთი გამოსავალია.

მაგნიტოპლანი მატარებელი აღმოსავლეთ ჩინეთში, შანდონგის პროვინციის ქალაქ ქინდაოში აშენდა. Reuter-ის თანახმად, მატარებელს პეკინიდან შანხაიმდე დაახლოებით 1000 კილომეტრის გასავლელად 2.5 საათი დასჭირდება. შედარებისთვის, ამ მანძილის გავლას თვითმფრინავი 3 საათს, ხოლო სწრაფმავალი მატარებელი 5.5 საათს მოანდომებს.

ჩინეთის მთავრობის განცხადებით, მაგლევის მატარებელი რეგიონში წარმოებული ტექნოლოგიური ინოვაციების კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია.

ასევე იხილეთ: ჩინურმა მაგნიტოპლანმა მატარებელმა 643კმ/სთ სიჩქარე განავითარა

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.