დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯერჯერობით, შეზღუდვებზე საუბარი არ არის.

"ამ ეტაპზე შეზღუდვების გამკაცრებაზე, ჯერჯერობით, საუბარი არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდი აქცენტი კეთდებოდა შეზღუდვების წინააღმდეგ ისევ მოსახლეობის მხრიდან. სოციალური, ასევე, ეკონომიკური ფონი არის საკმაოდ მძიმე, რაც ტოტალური ლოქდაუნის შესაძლებლობას ჩვენ ძნელად მოგვცემს და ამის აუცილებლობა დღეს არც არის, იქიდან გამომდინარე, რომ გვაქვს ვაქცინაციის შესაძლებლობა", — განაცხადა მან.

21 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 415 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 943, ხოლო გარდაიცვალა — 26 ადამიანი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: