პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ TV პირველის გარდაცვლილი ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა ყველას საერთო ტკივილია და არ შეიძლება ამ თემით სპეკულირება. ასე უპასუხა მან კითხვას, რატომ წაართვა ლაშქარავას ფოტო ჟურნალისტს.

"არ შეიძლება. ჩემ გვერდზე, მე, ასეთი ახალგაზრდების მოყვარული, ასეთი გულჩვილი ამ საკითხის მიმართ, არ უნდა გამიშალოს გვერდზე ფოტო და არ უნდა მიმანიშნოს იმაზე, რომ თითქოს ჩემი დანაშაულია ამის გაკეთება. გამოვგლიჯე და ჩემია ის ფოტო უფრო, ვიდრე იმ კაცის არის, ვისაც ხელში ეჭირა და სპეკულირებს ცხედრით [...]

ყველამ იცოდეს რა, ეს ლექსო ლაშქარავა არის ჩვენი საერთო ტკივილი. ვინც ცდილობს გამოიყენოს თავისი პოლიტიკური მიზნით, ის არის უზნეო", — განაცხადა ვოლსკიმ TV პირველთან საუბრისას.

ქართულმა ოცნებამ დღეს თბილისის მეორბის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს ჟურნალისტები გარდაცვლილი კოლეგის, ლექსო ლაშქარავას ფოტოებით დახვდნენ. ისინი მიწვეულ მისულ სტუმრებს ეკითხებოდნენ, ხომ არ გრძნობდნენ უხერხულობას იმ პარტიის მხარდამჭერ ღონსიძიებაზე მისვლით, რომლის ლიდერებს ჰქონდათ პასუხისმგებლობა თავიდან აეცილებინათ 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენები, თუმცა ეს არ ან ვერ გააკეთეს.