ამ წლის დასაწყისში ევროპაში ახალი თაობის, სრულად ხელოვნური გულის გაყიდვა დაუშვეს. ახლა დიუკის უნივერსიტეტის გუნდმა ჩაატარა ასეთი სრულად ხელოვნური გულის პირველი გადანერგვა აშშ-ში. ექიმების თქმით, ამით მათ 39 წლის კაცის გადარჩენის შანსები საგრძნობლად გაზარდეს. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩაივლის, პაციენტი მალე სახლში დაბრუნდება.

ამ ეტაპისთვის ყველაფერი კარგად მიდის და კაცი ექიმების მონიტორინგის ქვეშ იმყოფება.

"ჩვენი პაციენტი ორშაბათს პროცედურის შემდეგ თავს კარგად გრძნობს. ეს იმედს გვაძლევს, რომ ხელოვნური გული მომავალში უამრავ ადამიანს გამოადგება", — თქვა დოქტორმა კარმელო მილანომ, გადანერგვის ქირურგმა და დიუკის უნივერსიტეტის გულის მთავარმა მკვლევარმა.

ხელოვნური გული, ფრანგულმა კომპანია, Carmat-მა შექმნა, რაც გულის უკმარისობის ბოლო სტადიის მქონე ადამიანებს ცხოვრებას ბევრად გაუმარტივებს. ძროხის უჯრედებიდან მიღებული ცოცხალი ქსოვილის სინთეტიკურ ორგანოში ჩართვა, ოთხ ბიოლოგიურ სარქველს ქმნის, რომლებიც პირდაპირ ბაძავენ ადამიანის გულს. სისტემაში შედის ბატარეები, რომლებიც დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში ძლებს.

როდესაც მეთიუ მური, პაციენტი საავადმყოფოში შევიდა, ქირურგთა გუნდი მხოლოდ გულის შემოვლითი ოპერაციის ჩატარებას გეგმავდა, თუმცა სიტუაცია მალევე გაუარესდა და საჭირო გახდა ბევრად უფრო კომპლექსური ოპერაცია. ერთადერთი დარჩენილი ვარიანტი იყო ხელოვნური მოწყობილობა, რათა სისხლის მიმოქცევა შენარჩუნებულიყო. სწორედ ამიტომ, მური პირველი პაციენტი გახდა, რომელსაც აშშ-ში ახალი თაობის, სრულად ხელოვნური გული ჩაუდგეს.

ახლა პაციენტი თავს კარგად გრძნობს. მისი მეუღლის თქმით, ის და მეთიუ აღფრთოვანებული არიან იმით, რომ ასეთი მასშტაბური პროცესის მონაწილეები არიან და იმედი აქვთ, რომ სულ მალე ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდებიან.

თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.