შემდეგ წელს, მსოფლიოში პირველი ღია წყალში მომუშავე წყალბადის გენერატორი ამუშავდება.

წყალბადის გენერატორის ინსტალაცია საფრანგეთში, ლე კროისის ნაპირთან მოხდება და მას ელექტროენერგიით მოტივტივე ქარის ტურბინა სახელად Floatgen მოამარაგაებს.

ამ პროექტზე ეკომეგობრული წყალბადის ფირმა Lhyfe და ფრანგული საინჟინრო სკოლა Centrale Nantes მუშაობენ.

Centrale Nantes-ის პრესრილიზში ნათქვამია, რომ SEV-REV, გენერატორის საცდელი ადგილი, რთულ ბუნებრივ პირობებშია მოთავსებული და ამიტომაცაა ეს ადგილი წყალბადის წარმოების ტექნოლოგიისთვის იდეალური.

"ჩვენ გვჯერა, რომ ნაპირისგან მოშორებით განახლებადი წყალბადის წარმოება კარგი გამოსავალია წყალბადის მზარდი მოთხოვნისთვის. ჩვენ დიდი ნაბიჯებით მივიწევთ წინ და იმედი გვაქვს, რომ პირველები ვიქნებით, ვინც ამ იდეას რეალობად აქცევენ," — თქვა Lhyfe-ის CEO-მ და დამფუძნებელმა, მატეო გიოსნიმ.

რადგან წყლის რესურსი, რომელიც აუცილებელია წყალბადის წარმოებისთვის (ელექტროლიზისთვის), ზღვაში ულევია და თვითონ გენერატორი ენერგიისთვის ახლომდებარე ქარის ტურბინას მოიხმარს, ამ პროექტს განვითარების პოტენციალი ნამდვილად აქვს.

წყალბადის საწარმო სადგური 2022 წელს ამუშავდება და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, 2024 წელს ტექნოლოგია ინდუსტრიულ მასშტაბშიც დაინერგება.

წყალში მომუშავე ქარის და წყალბადის ტექნოლოგიებს შეუძლიათ ქვეყნებს კლიმატთან დაკავშირებული კრიზისის აღმოფხვრაში დაეხმარონ. კერძოდ, ეკომეგობრული წყალბადის მანქანები და ელექტრო მანქანები ჩვენი კლიმატისთვის საზიანო შიდა წვის ძრავაზე დამოკიდებულებას შეამცირებს.

თუმცა, ყველა არ თანხმდება იმაზე, რომ ჟანგბადზე მომუშავე მანქანები კლიმატის პრობლემის კარგი გამოსავალია. Tesla-ს CEO-მ, ელონ მასკმა, წყალბადის გამოყენებას "მანქანებისთვის უსაზღვროდ სულელური ენერგიის დაზოგვის გზა" უწოდა.

კომპანიები, როგორიცაა GE, წყალში ოპერაციულ ტურბინებს აწარმოებენ, რაც ტურბინების ხმელეთიდან კიდევ უფრო დიდი მანძილით დაშორების საშუალებას იძლევა. წყალბადი და ქარის ენერგია შეიძლება ეკომეცნიერების საოცნებო წყვილი აღმოჩნდეს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.