დეპუტატ რომან გოცირიძის თქმით, ქართული ოცნების გენერალური მდივნის, კახა კალაძის პირად ინტერესში შედის "გააკეთოს დემოკრატიულ-ლიბერალური განცხადებები". ამ განცხადებას გოცირიძე ასე ხსნის:

"უამრავი წითელი, ყვითელი პიჯაკები, შარვლები, შარფები, ქუდები აქვს ნაყიდი და ჩაუწვა ეს საქონელი. სანამ ეს ხელისუფლება იქნება და სანამ ეს მოთარეშე ბრბო იქნება ქუჩაში, ამ ტანსაცმლით თავს ვერ გამოყოფს, დაუობდება. ამიტომ, პირად ინტერესებშიც არის, რომ კალაძემ გააკეთოს დემოკრატიულ-ლიბერალური განცხადებები და გაემიჯნოს იმ ადამიანებს, რომლებმაც აი აქ ჟურნალისტებს აყარეს საშინელი დღე", — განაცხადა რომან გოცირიძემ.

დღეს, 20 ივლისს, ქართული ოცნება თბილისის მერობის კანდიდატს წარადგენს. პარტიამ ფეისბუქგვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მერობის კანდიდატის წარდგენის შესახებ ინფორმაციასთან ერთად კაცის სილუეტია გამოსახული. სავარაუდოა, რომ კანდიდატი დედაქალაქის მოქმედი მერი, კახა კალაძე იქნება.

გაიგე მეტი: