ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მოთხოვნის შემთხვევაში, მსხვილ საწარმოებში ადგილზე ვაქცინაციის ცენტრების მოწყობას განიხილავენ. მისივე თქმით, ვაქცინები ქვეყანაში საკმარისია.

"დავარწმუნეთ მოსახლეობა იმაში, რომ ვაქცინაცია არის აუცილებელი. ზოგადად, რეგიონებში არსებობს ფრთხილი დამოკიდებულება ვაქცინაციის მიმართ. ვფიქრობთ, ერთობლივად გადავლახავთ ამას. ჩვენი მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობა იქნება. ვაქცინები არის საკმარისი. განვიხილავთ მსხვილ საწარმოებში ადგილზე ვაქცინაციის ცენტრების მოწყობას, თუკი ამის მოთხოვნა იქნება", — განაცხადა თურნავამ.

20 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 616 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 880, ხოლო გარდაიცვალა — 26 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 36 375 კვლევა ტესტით, მათ შორის, 22 825 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 550 PCR ტესტით.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 390 945-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 367 130-მდე, ხოლო ვირუსს ჯამში 5 592 პირი ემსხვერპლა.