ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ასოცირების სამეულს მიმართავს და ჰპირდება, რომ შეუძლიათ, ევროკავშირის იმედი ჰქონდეთ. ეს განცხადება შარლ მიშელმა პეტრას ციხეში საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას პრეზიდენტებისადმი მიმართვისას გააკეთა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი მაღალი დონის დიალოგის შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად ყველაფერს გააკეთებს.

შარლ მიშელის თქმით, დეკემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის არის გარკვეული პრიორიტეტები, რომლებსაც ყურადღება უნდა უნდა მიექცეს, რათა ეს სამიტი იყოს კონკრეტული, ხელშესახები შედეგებით.

"პირველი პრიორიტეტი – მოდით, ვცადოთ მეტი ფინანსური დახმარების მობილიზება და ვიყოთ ინოვაციურები, ვიმუშაოთ ევროპის საინვესტიციო ბანკთან კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდასაჭერად, რათა უზრუნველვყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და გაძლიერება ქვეყნისა და მოქალაქეების სასარგებლოდ.

მეორე – კავშირი უნდა იყოს საერთო პრიორიტეტი, რათა გავაძლიეროთ თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში.

მესამე - საჭიროა რეფორმების განხორციელების მნიშვნელობა არა ბრიუსელის მოსაწონად, არამედ მოქალაქეების სასარგებლოდ. ძვირფასო კოლეგებო, მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ, გქონდეთ ევროკავშირის იმედი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ მაღალი დონის დიალოგის შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად", — განაცხადა შარლ მიშელმა.

საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას პრეზიდენტებმა პეტრას ციხეში ერთობლივი მემორანდუმი გააფორმეს, რითიც მხარეები თანხმდებიან, როგორი იქნება ნაბიჯები ევროინტეგრაციის საერთო გზაზე.

გაიგე მეტი: