10 ქართველი სპორტსმენი, რომელსაც მსოფლიო უკეთ უნდა იცნობდეს
23 ივლისი სპორტის მოყვარულებისთვის განსაკუთრებული თარიღია — 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშები, რომელიც პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო, როგორც იქნა, იწყება. საერთაშორისო სპორტულ მოვლენას არც საქართველო გამოაკლდება.
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენს ქვეყანას სხვადასხვა სპორტის სახეობაში წარმატებული და სასახელო სპორტსმენები წარადგენენ. მათი წარმატებების შესახებ საქართველოს ბანკი, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების გენერალური სპონსორია, საკუთარ facebook გვერდზე საზოგადოებას ხშირად უყვება.
იმისათვის, რომ ოლიმპიური თამაშების წინ განსაკუთრებული განწყობა შეგიქმნათ, რომლითაც საქართველოს უგულშემატკივრებთ, გვინდა ის 10 ქართველი სპორტსმენი შეგახსენოთ, რომელსაც ჩვენც უნდა ვიცნობდეთ და — მსოფლიოც.
1. ლაშა შავდათუაშვილი
ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური თამაშების წარმატებული მოასპარეზეა. ის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და 2016 წლის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორია. ლაშას ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულებიც აქვს მოპოვებული.
2. ნინო სალუქვაძე
ნინო სალუქვაძე ქართველი მიზანში მსროლელი და რვა ოლიმპიადის მონაწილეა. ნინო სამგზის ოლიმპიური მედლის მფლობელი, ოთხგზის მსოფლიო და ევროპის ხუთგზის ჩემპიონია. ნინო სალუქვაძეს ოცამდე მსოფლიო რეკორდი აქვს დამყარებული.
3. სანდრო ბაზაძე
სანდრო ბაზაძე ქართველი მოფარიკავეა, რომელმაც 2013 წელს ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. სანდრო 23 წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონი ორჯერ გახდა. ის ევროპის ჩემპიონატის სამგზის ბრინჯაოს მედალოსანიცაა. 2019 წელს სანდრო ბულგარეთში მიმდინარე მსოფლიო თასზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
4. ვარლამ ლიპარტელიანი
ვარლამ ლიპარტელიანი ქართული ძიუდოს ერთ-ერთი გამორჩეული სახეა. ის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების მონაწილე და 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორია. ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის სამგზის ვერცხლის და ორგზის ბრინჯაოს პრიზიორია. მას ევროპის მასშტაბით განსაკუთრებული წარმატებები აქვს მოპოვებული: ვარლამი ევროპის სამგზის ჩემპიონი, ხუთგზის მეორე და მესამე პრიზიორია.
5. ლუხუმ ჩხვიმიანი
ლუხუმ ჩხვიმიანი საქართველოს სახელით ძიუდოში იასპარეზებს. ლუხუმი საქართველოს სამგზის ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორია, თუმცა მისი წარმატებები ქვეყნის მასშტაბსაც გასცდა და ის მსოფლიოს, ევროპისა და ევროპული თამაშების ჩემპიონის ტიტულებსაც ატარებს. 2019 წელს ლუხუმი საქართველოს საუკეთესო სპორტსმენთა შორის დაასახელეს.
6. გენო პეტრიაშვილი
გენო პეტრიაშვილი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ასპარეზობს. ის 2016 წლის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორია. ევროპის ორგზის ჩემპიონს, ორგზის ვერცხლისა და სამგზის ბრინჯაოს პრიზიორს წარმატებები მსოფლიოს მასშტაბითაც აქვს მოპოვებული: გენო მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი და ორგზის მესამე პრიზიორია.
7. ლაშა ტალახაძე
ლაშა ტალახაძე გამორჩეული ქართული ძალოსანია, რომელსაც საერთაშორისო მასშტაბით უამრავი გამარჯვება აქვს მოპოვებული. ლაშა 2016 წელს ჩატარებული ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს ოთხგზისა და ევროპის ხუთგზის ჩემპიონია. ის მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური რეკორდსმენია. ლაშა ტალახაძე 2016-2019 წლებში საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს.
8. ეთერ ლიპარტელიანი
ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალია, ვინც ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა. ეთერი 23 წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონი, ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი, ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი და ევროპის ზაფხულის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩემპიონია.
9. გურამ თუშიშვილი
გურამ თუშიშვილი ქართველი ძიუდოსტი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია. მან 2017 წელს +100 კგ წონით კატეგორიაში ევროპის, ხოლო 2018 წელს იმავე წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა.
10. სალომე ფაჟავა
მხატვრულ ტანვარჯიშში საქართველოს სალომე ფაჟავა წარადგენს. სალომე მრავალგზის საქართველოს ჩემპიონი, მსოფლიო თასების პრიზიორი და ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.
უგულშემატკივრე ქართველ ოლიმპიელებს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე. მალე იმასაც მოგიყვებით, როგორ უნდა გამოხატო შენი მხარდაჭერა.
-
გადახედვა5 მწერალი, რომელმაც პოპულარული ნაწარმოების დაწერა ინანა 5 მწერალი, რომელმაც პოპულარული ნაწარმოების დაწერა ინანა
-
გადახედვაბრაზილიაში 9 000 წლის წინ შექმნილი ხელოვნების ნიმუში აღმოაჩინეს ბრაზილიაში 9 000 წლის წინ შექმნილი ხელოვნების ნიმუში აღმოაჩინეს
-
გადახედვათბილისი პრაიდი: რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია! თბილისი პრაიდი: რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია!
-
გადახედვამთვარეზე თავდაყირა დამჯდარი იაპონური აპარატი მეორე ღამესაც გადაურჩა მთვარეზე თავდაყირა დამჯდარი იაპონური აპარატი მეორე ღამესაც გადაურჩა
-
გადახედვადააკავეს სამართალდამცავი, რომელიც ცოლზე ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის — არასრულწლოვანის თანდასწრებითაც დააკავეს სამართალდამცავი, რომელიც ცოლზე ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის — არასრულწლოვანის თანდასწრებითაც
-
გადახედვა1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს 1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე მეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე
-
გადახედვაკობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია კობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია
-
გადახედვაშაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა შაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა
-
გადახედვასუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა სუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
-
-
გადახედვაბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს ბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
კომენტარები