საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ბევრი საერთო აქვს, მათ შორის წარსული, გამოწვევბი და ის, რომ არცერთს არ სურს წარსულში დაბრუნება. ამის შესახებ მან საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ საერთო პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს საერთო, საერთო წარსული, საერთო გამოწვევები ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით, საერთო გამოწვევები ჩვენი უსაფრთხოებისა და დესტაბილიზაციის მცდელობების კუთხით, რაც მომდინარეობს გარე ან შიდა წყაროებიდან, თუმცა ჩვენ, ასევე, საერთო გვაქვს ის, რომ არ გვინდა დავბრუნდეთ წარსულში. ჩვენ ვართ მზად და გამიზნული გვაქვს, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი ევროპული მომავლისთვის, ვებრძოლოთ პოლარიზაციის შემთხვევებს, მის გამოწვევებს გარედან და შიგნიდან", — აცხადებს ის.

დღეს, 19 ივლისს საქართველოს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ეწვივნენ.