როგორც იქნა, Netflix-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სერიალის, Sex Education-ის ნანატრი მესამე სეზონის პირველი ტრეილერი აქაა! როგორც ჩანს, მორდეილის სკოლა ახალ სასწავლო წელს უამრავ სიახლეს გვიმზადებს. მეივი, ოტისი და ჩვენი საყვარელი გმირები ახალ პერსონაჟებთან ერთად მესამე სეზონით ეკრანებზე 17 სექტემბერს ბრუნდებიან.

რას უნდა ველოდოთ ახალი სასწავლო წლისგან? ერიკი და ადამი ოფიციალური წყვილია, ეიმი ფემინიზმს აღმოაჩენს, ჯექსონს ახალი "ქრაში" ჰყავს, სკოლას — ახალი დირექტორი, თუმცა ყველაზე მეტად ის გვაინტერესებს, როგორ როგორ გაარკვევენ მეივი და ოტისი წაშლილ ხმოვან შეტყობინებასთან დაკავშირებულ გაურკვევლობას.

ნეტფლიქსმა მესამე სეზონი 2020 წლის თებერვალში დააანონსა და მას შემდეგ გულშემატკივრები სიახლეებს სულმოუთქმელად ელიან. თანაც თუ მეორე სეზონის დასასრულს გავიხსენებთ, ფანების მოუთმენლობა უცნაურად ნამდვილად აღარ მოგვეჩვენება.

Sex Education-ის პრემიერა ნეტფლიქსზე 2019 წელს შედგა და მაყურებელთა აღფრთოვანება და სიყვარული მალევე მოიპოვა. გარდა საინტერესო და დასამახსოვრებელი პერსონაჟების წარმოდგენისა, სერიალი მაყურებელს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე აწვდის ინფორმაციას, როგორიც სექსი, სექსუალობა, გენდერი და ა.შ.

ამავე თემაზე: