სანამ უეს ანდერსონის ბოლო ფილმს, The French Dispatch-ს ვიხილავთ, რეჟისორი ახალი პროექტისთვის ვარსკვლავურ შემადგენლობას კრებს. ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უეს ანდერსონი მომავალ ფილმს ესპანეთში გადაიღებს და მასში მონაწილეობას, ტრადიციულად, ბილ მარიც მიიღებს.

თუ რეჟისორის შემოქმედებას იცნობთ, ეს ამბავი გასაკვირი სულაც არაა. ბილ მარის უეს ანდერსონის 9 ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული, რომელთა შორისაცაა The Grand Budapest Hotel, Moonrise Kingdom, Fantastic Mr. Fox, The French Dispatch და ა.შ.

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უეს ანდერსონის ახალ ფილმში ტილდა სუინტონსაც ვიხილავთ. ახალ პროექტში ამ ორი მსახიობის ყოფნა, ალბათ, უკვე საკმარისია იმის საფიქრებლად, რომ წინ დაუვიწყარი სანახაობა გველის.

ჯერჯერობით ამ ფილმის არც სათაური და არც სხვა დეტალები ცნობილი არ არის: რეჟისორმა განაცხადა, რომ ამაზე საუბარი ჯერ არ სურს. ვიცით ის, რომ გადაღებები თავდაპირველად რომში იყო დაგეგმილი, თუმცა შემდეგ ესპანეთში გადაინაცვლა — გადასაღებ მოედანზე მუშაობა სექტემბერში დაიწყება.

ამავე თემაზე: