მიშელის ლექსიკა არ ასახავდა იმ დრამატულ ვითარებას, რამდენად ზღვარზეა ქვეყანა — ბოკერია
ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის რიტორიკა და ლექსიკა არ ასახავდა იმ დრამატულ ვითარებას, რაც ქვეყანაშია. მისი თქმით, ეს იყო "ზედიპლომატიური". ამის შესხებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.
"პრეზიდენტ მიშელის დღევანდელ გამოსვლებში ყველა ის საკვანძო საკითხი — ის, რომ უმცირესობების საკითხი არ შეიძლება ჩათვლილი იყოს მეორეხარისხოვნად, ის, რომ სიტყვის და მედიის თავისუფლება საკვანძოა, ის, რომ შეჩერდება დახმარება საქართველოსთვის, პირველად ამდენი წლის განმავლობაში, იმის გამო, რაც ხდება ქვეყნის შიგნით სასამართლოსთან მიმართებაში და ზოგადად, ყველაფერი ეს ნათქვამი იქნა. ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის რიტორიკა და ლექსიკა პრეზიდენტ მიშელის არ იყო ადეკვატური, პირდაპირ რომ არ მოგატყუოთ. ზედიპლომატიური იყო, არ ასახავდა იმ დრამატულ ვითარებას, რამდენად ზღვარზეა ქვეყანა შიგნით, რამხელა ხიფათით", — თქვა მან.
ბოკერიას განცხადებით, მისთვის ეს გასაკვირი არ ყოფილა და პრობლემა უფრო ადგილობრივი პოლიტიკოსების განცხადებებია, რომლებიც ისე საუბრობენ, "თითქოს საერთო ჯამში ვითარება ნორმალურია".
"მე არ მქონია ეს მოლოდინი, ბევრად უფრო მკაცრი განცხადება იყო ევროკავშირის ელჩების და არ უნდა გაგვიკვირდეს, პრეზიდენტი მიშელი ჩამოვიდა ამ კონფერენციაზე, სადაც მოლდოვა და უკრაინა იყო, ზოგადი გეოპოლიტიკური მხარდაჭერის კონტექსტში. მე ვვარაუდობ, გაწბილებულიც იქნება, ეგონა, რომ წარმატება მიღწეული იყო უკვე და რაღაც გარღვევა. მიუხედავად ამისა, მან ყველა საკითხზე ზოგადი პოზიცია სწორად ჩამოაყალიბა. ჩემთვის პრობლემა უფრო არის ადგილობრივი პოლიტიკური სპექტრის ზოგიერთი წარმომადგენელი, რომელიც ისე საუბრობს ამ ვითარებაზე — მე არ ვყოფილვარ შიგნით შეხვედრაზე — რომ თითქოს ვითარება საერთო ჯამში არის ნორმალური", — თქვა მან.
დღეს, 19 ივლისს საქართველოს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ეწვივნენ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ისაუბრა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესზე. მისი თქმით, ეს კონსულტაციების შედეგებს სრულად არ ასახავს. მან ყურადღება გაამახვილა უმცირესობების უფლებებზეს და აღნიშნა, რომ მრავალფეროვნებისადმი პატივისცემა საკვანძო საკითხია მათ ფუნდამენტურ ღირებულებეში.
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
კომენტარები