უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბათუმის საერთაოშირისო კონფერენციაზე ისაუბრა იმაზე, თუ რატომ ჩავიდა საქართველოში საოკუპაციო ხაზთან და აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მსგავსი ტრაგიკული სიტუაცია უკრაინაშიც.

"საოკუპაციო ხაზთან ვიყავი, რათა მენახა უსაფრთხოების საკითხები, ადამიანთა უფლებების დარღვევები საკუთარი ყურით მომესმინა. უკრაინაში ყოველ თვე ჩავდივარ საოკუპაციო ხაზთან. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მსგავსი ტრაგიკული სიტუაცია ჩვენთანაც. მსგავს შემთხვევებში კარგად გვესმის, ღრმად ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვის სწორი არჩევანის გაკეთება. უკრაინა, საქართველო და მოლდოვა არის ის ქვეყნები, რომლებმაც გააკეთეს არჩევანი. ჩვენ ვართ დღეს ერთად", — განაცხადა ზელენსკიმ.

დღეს, 19 ივლისს ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ესწრებიან.