CNN-ის ცნობით, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის (ISS) ასტრონავტებმა გადაწყვიტეს მათი საკვების კოსმოსში ბუნებრივად გაზრდა.

ასტრონავტები კოსმოსში ზრდიან მწვანე და წითელ ცხარე წიწაკებს, რათა ნახონ რა გამოვა.

"ეს არის ერთ-ერთი ხანგრძლივი და რთული ექსპერიმენტი ორბიტალურ ლაბორატორიაში", — ამბობს NASA

წიწაკის თესლი ივნისში SpaceX-ის მარაგების მიწოდების კომერციულ ბორტზე მოხვდა.

ფოტო: NASA

NASA-ს ასტრონავტი შეინ კინბროუგი 2016 წელს კოსმოსში "უცნაური" წითელი სალათის ფოთლის გაზრდაში მონაწილეობდა. ექსპერიმენტი 12 ივლისს 48 თესლის Advanced Plant Habitat-ში (APH) დათესვით დაიწყო.

კენედის კოსმოსური ცენტრის სამეცნიერო კვლევითი და ტექნოლოგიური პროგრამების გუნდმა მცენარის თესლი ჩარგო მოწყობილობაში, რომელსაც science carrier ეწოდება და შედის APH-ში. APH ყველაზე ხელსაყრელი მოწყობილობაა მცენარის გასაზრდელად ISS-ზე.

ფოტო: NASA

"პირველად NASA-ს ასტრონავტებს შეუძლიათ წიწაკის მოყვანა დამუშავება და გაზრდა სადგურში", — წერს NASA.

"ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული ექსპერიმენტი ISS-ზე, ზრდის პერიოდის გამო", —ამბობს მთავარი მკვლევარი მეტ რომენი.

ექსპერიმენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ასტრონავტებმა კვისირტავას გაზრდა დაიწყეს 2015 წელს, რომელსაც NASA-მ "უფრო გრძელი და ნაყოფიერი მცენარეების გაზრდის წინამორბედი" უწოდა.

ფოტო: NASA

მკვლევარებს 2 წელი დასჭირდათ სხვადასხვა ჯიშის წიწაკის შეფასებისვთის და არჩევანი წიწაკის ჰიბრიდზე შაეჩერეს.

წიწაკა სავარაუდოდ მოკრეფისთვის მზად ოთხ თვეში მზა უნდა იყოს. ეკიპაჟის წევრები გეგმავენ, რომ მოსავლის ნაწილი თვითონ მიირთვან, ნაწილი კი დედამიწაზე კვლევისთვის გამოგზავნონ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე