საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში უკვე გამოქვეყნდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ზუსტად 20 დღეში, ანუ 28 მარტიდან, საქართველოს ბიომეტრიული პასპორტის მქონე მოქალაქეები ევროპაში მოგზაურობას უვიზოდ შეძლებენ.

აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან ერთად გამოქვეყნდა რეგულაცია ე.წ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შესახებ. შეჩერების მექანიზმი არის უვიზო მიმოსვლის წინაპირობა და საშუალებას აძლევს წევრ ქვეყნებს, ევროკომისიას მოსთხოვოს დროებით შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა იმ ქვეყნისთვის, საიდანაც მკვეთრად გაიზრდება არალეგალი მიგრანტების რაოდენობა, თავშესაფრის მოთხოვნები და თუკი საქართველო არ ითანამშრომლებს მიგრანტების უკან დაბრუნებაზე.

შეჩერების გამარტივებული მექანიზმის ამოქმედება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, საჭიროების შემთხვევაში, ჭარბ მიგრაციულ ნაკადებს შეაჩერებს.

On.ge-ს მიერ მომზადებულ გმზაკვლევში კი შეგიძლიათ მიიღოთ ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც უნდა იცოდეთ 28 მარტიდან ევროპაში უვიზო მიმოსვლის შესახებ.