თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი Sex And The City (სექსი დიდ ქალაქში) 2004 წელს დასრულდა, თუმცა 17 წლის შემდეგ ნაცნობი პერსონაჟები ისევ გამოჩნდნენ ნიუ-იორკის ქუჩებში.

And Just Like That… (და სწორედ აი, ასე...) — ეს იქნება ახალი შოუს სახელწოდება, რომელიც კერი ბრედშოუს, მირანდა ჰობსის და შარლოტ გოლდენბლატის მეგობრობის შესახებ კიდევ ერთხელ მოგვითხრობს, ოღონდ ამჯერად 50 წელს გადაცილებული ქალების პერსპექტივით.

ამ ერთგვარ გაგრძელებაზე მუშაობა ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს და ცოტა ხნის წინ გადასაღები მოედნიდან პირველი კადრებიც გავრცელდა.

მთავარ როლებს კვლავ სინტია ნიქსონი

ფოტო: GC Images

კრისტინ დევისი

ფოტო: GC Images

და სარა ჯესიკა პარკერი მოირგებენ.

ფოტო: GC Images

მართალია, ახალ ისტორიაში არ გამოჩნდება სამანტას პერსონაჟი, რადგან კიმ კეტრელმა უარი განაცხადა მონაწილეობაზე, მაგრამ სანაცვლოდ სხვა ახალ პერსონაჟებს გავიცნობთ: მათ შორის იქნება ლიზა ტოდი, რომელსაც მსახიობი ნიკოლ არი პარკერი განასახიერებს.

ფოტო: GC Images

ბუნებრივია, ამდენი წლის შემდეგ ერთგული მაყურებლებისთვის კარგად ნაცნობ სახეებს დრომ თავისი კვალი დაატყო, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ისინი კვლავინდებურად გლამურულად გამოიყურებიან.

ფოტო: GC Images

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შედგება ზუსტად პრემიერა, მაგრამ ვიცით, რომ წლის ბოლომდე გამოვა ახალი სერიები. ასევე ცნობილია, რომ შოუში ახალ სახეებთან ერთად კვლავ ვიხილავთ მისტერ ბიგს, ენტონი მარენტინოსა და სტენფორდ ბლაჩს.