Microsoft მუშაობდა Microsoft Teams-ის ახალ დიზაინზე Windows 10-ისა და Windows 11-ისთვის. ახალი Teams პირველად Windows 11-ისთვის დააანონსდა და გადაიქცა “Teams 2.0-ად”. Microsoft გეგმავს, რომ Microsoft Teams 2.0 გახადოს უფრო ცნობილი და მოიცვას მეტი მოწყობილობა.

ფოტო: windowslatest

Microsoft Teams 2.0 დაფუძნებულია Edge WebView2-ზე და საწყის ეტაპზე, ის იქნება ექსკლუზიურად Windows 10-ისა და Windows 11-ისთვის. Edge WebView 2-თან ერთად, Microsoft გამოიყენებს ჩაშენებულ ვებტექნოლოგიებს (HTML, CSS და JavaScript) და Chromium-ის ვიზუალიზაციის მექანიზმს Microsoft Teams-ში.

ახალი აპლიკაცია შეიქმნა Microsoft Teams web-ის გარშემო და ის არ არის მრავალმნიშვნელოვნად განსხვავებული უკვე არსებული აპლიკაციის ან ვებსაიტისგან, მაგრამ ის იყენებს Edge (Chromium) WebView-ს, რაც ნიშნავს, რომ წაიშალა ბრაუზერის მისამართების ზოლი, რის გამოც მომხმარებლებს შეეძლებათ Microsoft Teams-ის ცალკე ფანჯარაში აპლიკაციის სახით გახსნა.

ბრაუზერის პროგრამული გაფართოება და მთავარი მენიუ ასევე გაქრა აპლიკაციისთვის, მაგრამ Edge ბრაუზერის კვალი შეგიძლიათ აპლიკაციის ფანჯრის ნებისმიერ წერტილში დაჭერის შედეგად იპოვოთ.

ფოტო: windowslatest

ფოტო: windowslatest

ფოტო: windowslatest

ფოტო: windowslatest

გადახედვისას შესამჩნევია, რომ Teams 2.0 არის უფრო სწრაფი, ამჟამინდელ აპლიკაციასთან შედარებით, მას შეუძლია იმუშაოს შეუფერხებლად 4GB RAM-ის მქონე მოწყობილობებზე და ხარვეზების გარეშე Core i3-ში (10th-gen).

Teams-ის მიერ მეხსიერების გამოყენებაც ბევრად უკეთესია ამჟამინდელთან შედარებით. ფაქტობრივად, Microsoft Teams-ის გამოშვება ახლავე შეუძლიათ. ის კი მომენტალურად ჩაირთვება Microsoft Edge-ს ფონის და WebView-ის ინტეგრაციის წყალობით.

ფოტო: windowslatest

ფოტო: windowslatest


კიდევ ერთი, რამ რასაც შეამჩნევთ იქნება აპლიკაციის ადაპტური ინტერფეისი. ახლა შენ მარტივად შეგეძლება აპლიკაციის ფანჯრის ზომის შეცვლა და ინტერფეისიც ავტომატურად იმოქმედებს, რაც წარმოუდგენელი იქნებოდა Electron-ის აპლიკაციასთან ერთად.
Microsoft-მა ასევე შეძლო Windows 10-ის განახლებებთან ინტეგრაცია, როგორიცაა ლოკალური შეტყობინებები, Windows 11-ის Teams chat app-ის ჩათვლით.

Teams-ის ახალი ვერსია Edge WebView-ის გამოყენებით, მომხმარებლებს შესთავაზებს "ყოველთვის განახლებად ვერსიას". სხვაგვარად რომ ვთქვათ, მომხმარებელს მარტივად შეეძლება აპლიკაციის გადმოწერა და განახლება.

Microsoft Teams-ის ყველა მნიშვნელოვანი მახასიათებელი ხელმისაწვდომია ახალ ვერსიაში, მაგრამ ახალი ფუნქციებიდან ზოგიერთი ისევ არ არის დამატებული. მაგალითად, ერთად მუშაობის (კოლაბორაციის) მეთოდი ფუნქციონალურად შეზღუდულია და მომხმარებლებს ხმის პარამეტრებში ცვლილებების შეტანა ისევ არ შეუძლიათ.

ახალ ქსელზე დაფუძნებული Teams ჯერ ისევ დამუშავების პროცესშია. Microsoft დაუშვებს ახალ ფუნქციებს, მაგალითად რამდენიმე ანგარიშს და PowerPoint-თან ინტეგრაციას, რომელიც სავარაუდოდ შემდეგი კვირისთვის იქნება მზად.

რაც შეეხება იმას, თუ როდიდან შეგვეძლება Teams-ის დატესტვა, Microsoft-მა ოფიციალურად დააანონსა, რომ ეს ივლისის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.