ინდოეთის ქალაქი პუნი (მუმბაიდან სამი საათის სავალზე) მჭიდროდ არის დასახლებული და უკანასკნელ ათწლეულში მოსახლეობის რაოდენობა კვლავაც მნიშვნელოვნად იზრდება. ამან ჰაერის ხარისხის გაუარესება გამოიწვია, ვინაიდან გარემოს დამაბინძურებელ ნივთიერებათა რაოდენობა მუდმივად აღემატება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) სახელმძღვანელო პრინციპებს.

ახლახანს არქიტექტურულმა კომპანია Nudes-მა ამის გამოსწორება გადაწყვიტა. კომპანიამ ქალაქში ეკო-მეგობრული სკოლის ასაშენებლად კონკურსში გაიმარჯვა და, სკოლის ნახვის შემდეგ მიხვდებით, რომ მისი ეს ტრიუმფი გასაკვირი სულაც არ ყოფილა.

ფოტო: Nudes

Nudes-მა დიზაინში ვერტიკალური ბაღი გამოიყენა, რომელიც გარშემო ჰაერის წმენდასა და გასუფთავებას ემსახურება. "სკოლა-ტყის" თავზე უსასრულობის სიმბოლოს ფორმის ველობილიკია, რათა სტუდენტებმა ვარჯიში შეძლონ.

ფოტო: Nudes

"ტყე შეკვეთილი საკონკურსო დიზაინის გამარჯვებული ნაშრომია პუნეში განთავსებული სკოლისათვის. დიზაინი მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში ბუნებასა და პედაგოგიკას შორის ურთიერთობას იკვლევს, რომლებიც ზრდის, სწავლის, ხელახლა გამოყენების, გამწვანების და გართობის საფუძვლებზეა აგებული", — აღნიშნავს კომპანია.

ფოტო: Nudes

"პროექტი ორ "მწვანე" ცილინდრულ სივრცეს მოიცავს, რომელთაც ერთმანეთთან უსასრულობის ფორმის ველობილიკიანი სახურავი აკავშირებს. თითოეული ცილინდრული სივრცე სინქრონიზებული კონსტრუქციის ნაწილს წარმოადგენს დაგეგმილი პროგრამული აქტივობებით. პროექტი სტუდენტზე ორიენტირებული სწავლებისათვის განკუთვნილი ცოცხალი გარემოს დინამიკასა და ლოგისტიკას გადმოსცემს. მწვანე საფარის მოვლა და შენარჩუნება წრიული მომსახურეობრივი ბილიკის საშუალებით შეიძლება, რომელიც კიბის ბაქნის დონეებიდან მებაღეებისთვის ყოველ სართულზე ადვილად მისადგომია."

ფოტო: Nudes

Planet Voice-ზე დაყრდნობით, სკოლის სარდაფის სართულს ტენისის მოედნები და აუზიც ექნება, სადაც სტუდენტები მიწასა და შიდა ეზოში დარგული მცენარეების მოვლაზე აიღებენ პასუხისმგებლობას. euronews.green-ის მიხედვით, სკოლის მიზანი მოსწავლეებისათვის გარემოსთან მოფრთხილებისა და კლიმატური ცვლილებების შესახებ სწავლება იქნება.

ეკო-მეგობრული შენობების სანახავად გადადით ბმულზე.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე