"რა ძალადობა?" — პაპუაშვილი მის მიერ ფიზიკური ძალის გამოყენებით ბოკუჩავას ტრიბუნიდან გაყვანაზე
"დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა?" — ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი კოლეგის, თინა ბოკუჩავას გამოყვანას ტრიბუნიდან ფიზიკური ძალის გამოყენებით.
პაპუაშვილს ძალადობას არ მიაჩნია კოლეგა ქალის ხელში აყვანა და მისი ნების საწინააღმდეგო, საპარლამენტო ტრიბუნიდან გაყვანა, თუმცა ამბობს, რომ სიმართლეზე, მორალზე და პარლამენტზე ძალადობა იყო ის, რასაც "ნაციონალური მოძრაობის წყალობით ბევრი წელი უყურებდა ქვეყანა და დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ პარლამენტში".
"თინასთან ვწუხვარ", — წერს დეპუტატი სოციალურ ქსელში, თუმცა, უცნობია რის გამო წუხს, თუ ფიქრობს, რომ მისი ქმედებაა ძალადობა არ ყოფილა.
შალვა პაპუაშვილმა თინა ბოკუჩავა ფიზიკური ძალის გამოყენებით გაიყვანა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნიდან. როგორც ბოკუჩავა ამბობს, პირველად ამის მცდელობა ქართული ოცნების კიდევ ერთ დეპუტატს, ლევან მგალობლიშვილს, რომელსაც შემდეგ პაპუაშვილი შეუერთდა.
ხმაური და სიტყვიერი შეურაცხყოფა პარლამენტში მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს სიტყვა გააწყვეტინეს და ტრიბუნასთან გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები გამოფინეს. ამის პარალელურად, პლენარულ სესიაზე ჟურნალისტებმა საპროტესტო ბანერი გადმოფინეს წარწერით — "დასაჯეთ მოძალადეები".
პროტესტის გამო მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა, რომ გომელაურის მოსმენა გადაედო.
"დაყენებული იქნა საკითხი უმრავლესობის მხრიდან, რომ ასეთ რეჟიმში განხილვის გაგრძელება ნამდვილად არ ემსახურება იმ მიზანს, რისთვისაც შევიკრიბეთ და დაინიშნა რიგგარეშე სხდომა. ამიტომ, დღევანდელ სხდომას ვაცხადებ დახურულად და საკითხზე ვიმსჯელებთ სხვა რიგგარეშე სხდომაზე", — განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ.
გაიგე მეტი:
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები